Digest Logo

„ჰერპესის ვირუსი მხოლოდ კანის ზედაპირზე გამოჩენილი პრობლემა არ არის, ის შესაძლოა გრძელვადიანად აზიანებდეს ტვინს“ - გიორგი ფხაკაძე

1743156670
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი ჰერპესის ვირუსის შესახებ წერს, მისი თქმით ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით.

„ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ახალი კვლევის მიხედვით (ScienceAlert), ჰერპესის ვირუსი (HSV-1) შესაძლოა ტვინის ქსოვილში შეღწევდეს გაცილებით ადვილად, ვიდრე მეცნიერებს ადრე ეგონათ. ეს მიგნება პირდაპირ უკავშირდება ისეთი სერიოზული დაავადებების რისკს, როგორიცაა:

⏺ ალცჰაიმერის დაავადება

⏺ პარკინსონის დაავადება

⏺ დემენცია

⏺ კოგნიტური დარღვევები

რა აჩვენა კვლევამ?

მეცნიერებმა ცდის თაგვებზე დაადგინეს, რომ ჰერპესის ვირუსს შეუძლია ცხვირის ნერვული ბოჭკოების გავლით პირდაპირ ტვინში მოხვედრა, გვერდის ავლით ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმებს.
ტვინში მოხვედრის შემდეგ ვირუსი ხანგრძლივად რჩება ნერვულ უჯრედებში, იწვევს ქრონიკულ ანთებას და აზიანებს ტვინის ფუნქციას.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„ჰერპესის ვირუსი მხოლოდ კანის ზედაპირზე გამოჩენილი პრობლემა არ არის. ის შესაძლოა გრძელვადიანად აზიანებდეს ტვინს და გახდეს ნეიროდეგენერაციული დაავადებების გამომწვევი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს ამის შესახებ – დროული დიაგნოსტიკა და მართვა გადამწყვეტია.“

როგორ დავიცვათ თავი:

⏺ ყურადღება მიაქციეთ განმეორებად ჰერპესულ გამონაყარს

⏺ კოგნიტური პრობლემების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ნევროლოგს

⏺ გაიმყარეთ იმუნური სისტემა

⏺  საჭიროების შემთხვევაში ჩაატარეთ HSV ტესტირება“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორი ადამიანი ხარ დაბადების რიცხვის მიხედვით?! - „იდეალური მეგობრები და ძალიან კარგი პარტნიორები არიან“

🎥 „არც მეგონა თუ გადავრჩებოდი, რადგან ძალიან მძიმედ ვიყავი და რატიმ გადამარჩინა…“ - ვაჟა დურგლიშვილი შვილზე

⭕რომელი დღეები იქნება აპრილში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ - თარიღები მთვარის კალენდრის მიხედვით