Digest Logo

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

1690814471
სეზონური ალერგია

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი საზოგადოებას მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აცნობს.:

მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი მაჩვენებლით დაფიქსირდება.

საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ნაცარქათამას (Chenopodium) ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ერთეული სახით დაფიქსირდება: ჯვაროსნების (Brassicaceae), მჟაუნას (Rumex), მრავალძარღვას (Plantago) და ჭინჭრის (Urtica) ყვავილის მტვრის მარცვლები.

მოსალოდნელია ყვავილობა დაიწყოს ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარე ამბროზიამ (Ambrosia) და დაფიქსირდეს მისი მტვრის მარცვლებიც ერთეული სახით.

 სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ეს პერიოდი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტები, დაპირისპირებები, აგრესია“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„სოხუმსა და ცხინვალს ვინ ჩივის ბათუმია დასაბრუნებელი“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

🔵 „ბედნიერებაა თქვენი ყურება“ - ირაკლი მაქაცარია ოჯახთან ერთად ისვენებს