Digest Logo

🎥 „ისეთი მძიმე სურათი შეიქმნა, რომ შეუძლებელია ამ დროს დაეხმარო...“ - მანანა მგალობლიშვილი დაქვეითებული ლიბიდოს მკურნალობაზე

1764751948
მანანა მგალობლიშვილი

ლიბიდო ნიშნავს ადამიანის სექსუალურ სურვილს, მისწრაფებასა და ენერგიას, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ სურვილებთან და ინსტინქტებთან.

ტერმინი მომდინარეობს ფსიქოანალიტიკოს ზიგმუნდ ფროიდისგან, რომელიც ლიბიდოს „სექსუალურ ენერგიას“ უწოდებდა, თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგიაში ის უფრო ფართოდ – სექსუალური სურვილის დონედ – განიხილება.

როგორ მკურნალობენ დაქვეითებულ ლიბიდოს - აღნიშნულ თემაზე გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა მანანა მგალობლიშვილმა „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ ისაუბრა:

„ლიბიდოს დაქვეითების მკურნალობა უნდა განვიხილოთ კომპლექსურ ჭრილში. მნიშვნელობა აქვს ბევრ ფაქტორს: რამდენი წლისაა, როგორი ურთიერთობა აქვს პარტნიორთან, როგორი ცხოვრების რეჟიმი აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მენსტრუალური ციკლი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება მკურნალობის შერჩევა. 

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებიც კი მოქმედებენ ლიბიდოზე. 

ამის შემდეგ ან ვმკურნალობთ, ან ვაძლევთ სწორ მიმართულებას. შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს + ფსიქოლოგი, პლასტიკური გინეკოლოგიის ჩარევა.

40 წლის შემდეგ, თუ ქალი მენოპაუზაშია ესტროგენის, ტესტოსტერონის, დოფამინის რაოდენობა მცირდება. თუნდაც კუნთების მასის შემცირება არის შედეგი მენოპაუზალური ცვლილებების. მცირდება ელასტიკურობა, როგორც ვიცვლებით გარეგნულად, ისე ვიცვლებით ინტიმურ ზონებში. ეს კი გავლენას ახდენს ლიბიდოზე. 

მქონდა ასეთი შემთხვევა: მოვიდა 35 წლამდე ქალი, რომელსაც ჰყავს მეუღლე, შვილები, ერთად არიან  8-10 წელია და თქვა, საერთოდ არ მინდა მეუღლესთან სქესობრივი ურთიერთობა. ლიბიდო მაქვს დაქვეითებული, მინდა ეს გამოვასწორო და იქნებ დამეხმაროთო. 

აქ მხოლოდ იმ კუთხით რომ წავსულიყავი, რომ ჰორმონალური კვლევა ჩაგვეტარებინა, ვერაფერს გავიგებდით.

ასეთ დროს ვუღრმავდები და ვეკითხები, როგორი ურთიერთობა აქვს პარტნიორთან, სად მუშაობს, რა პროფესიისაა, ამ ყველაფერს აქვს დიდი მნიშვნელობა.

აღმოჩნდა, რომ მეუღლე იმდენად ეჭვიანი ჰყავს, რომ აივანზედაც რომ გადის და იყურება, ეუბნება რატომ დგახარ ამდენ ხანს, ვინმეს ხომ არ უყურებო.

რა საკვირველია არ მუშაობს, ამის უფლებას არ მისცემენ. ისეთი მძიმე სურათი შეიქმნა, რომ შეუძლებელია ამ დროს დაეხმარო, თუ ფსიქოლოგიური კუთხით არ იმუშავე. ის ფიქრობს, იქნებ არსებობს რამე ჯადოსნური წამალი, რომელსაც მივიღებ და მომინდება მეუღლესთან სქესობრივი ურთიერთობა. სხვათა შორის, მეუღლემ გამოუშვა ექიმთან. სურვილის არ ქონა შესაძლოა, ურთიერთობაზე აისახოს, ამის გამო მოდიან ხშირად“, - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს ურთულესი სისტემაა...“ - რაზეა დამოკიდებული ქალის ლიბიდო და რატომ არ უნდა ქალს სექსი, მანანა მგალობლიშვილის განმარტება

🎥 „თუ ოდესმე ახალი წლის ნაძვის ხეზე ვიოცნებებდი, ეს იქნებოდა“ - როგორ მორთო მარიამ მათიაშვილმა საახალწლოდ სახლი

„დავდგით კიდევაც, 100 მეტრი განათებაც შემოვარტყით და სულ ცოტაღა დარჩა გასაფურჩქნი...“ - როგორია კაჭარავების წინასაახალწლო განწყობა