Digest Logo

🎥 ჯანმრთელობის რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმელმა, როგორ შევარჩიოთ ის სწორად და რა დანიშნულება აქვს მას - ბიძინა კანაშვილის რეკომენდაცია

1748959782
ბიძინა კანაშვილი

ჩვენს ტერფზე მორგებული ფეხსაცმლის საყიდლად მხოლოდ მისი ზომის ცოდნა საკმარისი არაა. მეტიც — მის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული თქვენი ფეხის ჯანმრთელობა.

პირველ რიგში, გადაავლეთ თვალი თქვენი ფეხსაცმლის კოლექციას. ამოარჩიეთ ის ფეხსაცმელი, რომელიც ყველაზე არაკომფორტულია ან ფეხს გტკენთ და ეცადეთ ის პრობლემა იპოვოთ, რომელიც ახალი ფეხსაცმლის შეძენისას გაითვალისწინებთ.

თუმცა როგორ უნდა ვიპოვოთ „ის ერთადერთი“, რომელიც კარგადაც მოგვერგება, ჩვენს გემოვნებაშიც ჩაჯდება და თავის მოვალეობასაც შეასრულებს?

ამ კითხვაზე პასუხი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პროფესორმა და მედიცინის აკადემიურ  დოქტორმა  ბიძინა კანაშვილი გასცა:

„ბევრ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა, ტერფს რა ორთოპედიული აგებულება აქვს, როგორია ადამიანის წონა, ასაკი, რა არის მისი ყოველდღიური საქმე. 

იშვიათია ამერიკაში ადამიანი ნახო ქუსლიან ფეხსაცმელზე, ყველა ეძებს კომფორტულს. 

ტერფს აქვს რამდენიმე ფორმა, მაგალითად განიერი. არსებობენ ადამიანები, ვისაც შეშუპება აქვთ, ფეხსაცმლის მნიშვნელობა კი არის, რომ იყოს დაცულობა და სხეულს მისცეს დამატებითი ამორტიზაცია“, - ამბობს ბიძინა კანაშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, მწვანილი - 10 საკვები პროდუქტი, რაც მაცივარს არ უნდა გააკაროთ!

„ნინა სანაძეს გაუმარჯოს...“ - დუდა სანაძეს და ანუნა მდივნიშვილს მეორე შვილი შეეძინათ

„დროგამოშვებით წვიმა, ელჭექი და სეტყვა...“ - 3-4 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი