სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones ახალ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც გვიზიარებს რჩევებს, რომელსაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია:
„ინსაითები, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება:
• დროულად წასვლის ცოდნა ფასდაუდებელია — წვეულებიდან, სამსახურიდან, ურთიერთობიდან.
• როგორც წესი, წასვლა გამარჯვებულების სიმბოლოა. დროულად წასვლის ცოდნა, მიმართულების შეცვლა, ტოქსიკური ურთიერთობიდან გამოსვლა, უარის თქმა იმაზე, რაც არ მუშაობს — ეს არის ის, რაც გამარჯვებულ ადამიანებს ახასიათებთ.
• წარმატების ნამდვილი საზომი მშვიდი ნერვული სისტემაა.
• შეიძლება ვერ ვამჩნევთ, როგორ ვიზრდებით, რადგან საკუთარი თავისგან სულ უფრო მეტს ვითხოვთ.
• ყველა, ვინც გვიყვარს, ვერ შეძლებს ჩვენთან ერთად გაზრდას.
• თითქმის არავინ ამბობს, როგორი დამღლელია თავის მოჩვენება, რომ ყველაფერი კარგადაა. გავატაროთ დღე, როცა შინაგანად დარდი, ბრაზი, შფოთი და აპათიაა — ამას უზარმაზარი ძალა სჭირდება.
• ვერავინ ხედავს იმას, რასაც ჩვენ, მაშინაც კი, თუ ისინიც იმავეს უყურებენ.
• თუ კომფორტის ზონიდან გამოსვლის გვეშინია, უბრალოდ შევახსენოთ საკუთარ თავს: მე მეშინია მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ახალია — და არა იმიტომ, რომ თავს ვერ გავართმევ.
• გასაოცარია — როგორც კი ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მეტს ვიმსახურებთ, სამყარო მაშინვე გვიღებს ახალი შესაძლებლობების კარებს.
• ჯანსაღი ურთიერთობების შექმნა რთულია, თუ ბავშვობაში ერთხელაც არ გვქონია ნორმალური ემოციური კავშირი.
• ყველა არ ოცნებობს თვითმფრინავებზე, პოპულარობასა და ვილაზე. ზოგისთვის ნამდვილი წარმატება მშვიდი გონება, ღრმა ძილი, ჯანმრთელი სხეული, ფინანსური სტაბილურობა და საყვარელ ადამიანთან ერთად ნელი სეირნობაა. ჩვეულებრიობა ამბიციის ნაკლებობა არ არის, არამედ თავისუფლებაა, ავირჩიოთ მთავარი. ჩვეულებრიობა იმსახურებს ისეთივე დაფასებას, როგორც ნებისმიერი დიადი მიზანი.
• მე მიყვარს ის მომენტები, როცა ვაცნობიერებ, რომ უწინდელთან შედარებით სიტუაციებს თავს უკეთ ვართმევ.
• მიყვარს შინაგანი დიალოგი, რომელშიც ვაცნობიერებ: ყველაფერი, რასაც ამდენ ხანს ვამუშავებდი, რეალურად მუშაობს. მიყვარს ეს გრძნობა — გაცნობიერება იმისა, რომ გავიზარდე.
• შეუძლებელია გულწრფელად გიყვარდეს, როცა გვეშინია ვიყოთ ადამიანის წინაშე დაუცველები.
• რისკის თავიდან აცილებით ვკარგავთ იმ სიღრმეს, რაც ურთიერთობებს ახლავს თან.
• რამდენი სინანულიც არ უნდა გვქონდეს, წარსულს ვერ შევცვლით.
• მაგრამ მცირედი მადლიერებაც საკმარისია მდგომარეობის შესაცვლელად.
• ჩვენ ვიმსახურებთ, ვუყვარდეთ და აგვირჩიონ.
• მსოფლიოს საუკეთესო მწერლებსაც კი სჭირდებათ რედაქტორები. სპორტსმენებს სჭირდებათ მწვრთნელები. ფსიქოთერაპევტებსაც სჭირდებათ ფსიქოთერაპია. დახმარების თხოვნა არა სისუსტის, არამედ გონიერების ნიშანია. ვერავინ გახდება საკუთარი თავის უკეთესი, გამთლიანებული და ბედნიერი ვერსია, თუ მთელ გზას მარტო გაივლის.
• დედამ ერთხელ მითხრა: „ყველა ადამიანს შენს ცხოვრებაში ექნება უკანასკნელი მომენტი შენს გვერდით. და შენ ვერც კი გაიგებ, როდის მოვა ეს დრო.“
• ფრაზას „მე არავინ მჭირდება“ ყველაზე ხშირად ამბობენ ისინი, რომლებსაც ოდესღაც დახმარება ძალიან სჭირდებოდათ — მაგრამ არავინ მოვიდა.
• გვეშინია გადახტომის? ესე იგი, სწორედ ახლა დადგა ამის დრო. სხვანაირად, მთელი ცხოვრება ერთ ადგილას დავრჩებით.
• მოგვწონს სხვებზე ზრუნვა, რადგან ეს კურნავს ჩვენს იმ ნაწილს, რომელსაც ოდესღაც ძალიან სჭირდებოდა გვერდში დგომა.
• ადამიანები გაურბიან არაკომფორტულ საუბრებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ „მშვიდობა“. მაგრამ მშვიდობა ურთიერთობების მიზანი არ არის — მიზანი სიყვარულია. გამოდის, რომ სიყვარულისთვის უნდა შეგვეძლოს რთულ საკითხებზე ლაპარაკიც.
• თუ ველოდებით, რომ ვიღაც გამოჩნდება და მაგიური ძალით ჩვენს ცხოვრებას უკეთესად აქცევს — გავაცნობიეროთ, რომ ეს ვიღაც ყოველთვის ჩვენ ვიყავით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველაფერი გიხდება“ - რუსა ჩაჩუა სავალენტინო ფოტოსესიიდან ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„ფულადი კეთილდღეობის არხს ვხსნით...“ - როდის შევიჭრათ თმა მთვარის კალენდრის მიხედვით?
⭕„ასე იქმნება ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია, სხვაობა 9 წელი“ - მერსი სულხანიშვილის Before/After-ი