Digest Logo

🎥 კანის 5 ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადება - სიმპტომები და მკურნალობა

1741942131
კოტე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 56 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კანის სოკოს 5 გავრცელებულ სახეობაზე საუბრობს და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს.

„ფეხის სოკო - ახასიათებს მე 4 და მე 5 თითებს შორის სიწითლე, კანის ქავილი, აქერცვლა და შეშუპება. ეს ყველაფერი კი შეიძლება გავრცელდეს ფეხის გულებზე და გამოიწვიოს მისი დასკდომა. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სეფსისი. ფეხის ეს სოკო ემართება განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვისაც დახურული ფეხსაცმელი აცვია და საერთო სივრცეში ბანაობს.

სოკოს კრემები არის აზოლებს ეძახიან - მაგ. მიკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, რომელიც უნდა წაისვათ დღეში 2-ჯერ 2-დან 4 კვირის განმავლობაში.

სოკო საზარდულში - სოკოვანი ინფექცია იწვევს სიწითლესა და ქავილს სხეულის თბილ და ნოტიო ადგილებში. როგორც წესი, გამონაყარი ჩნდება საზარდულის არეში და ბარძაყის შიდა მხარეში. განსაკუთრებით ემართებათ კაცებს, რომელსაც დახურული და სინთეტიკური საცვლები აცვიათ.

ტინეა კორპორისი (სხეულის ჩრჩილი) - ეს არის სოკოვანი დაავადება, რომელიც კანზე ისეა გეგონება ადამიანს წითელი რგოლი დაადესო, ზოგჯერ ექავებათ. ეს სოკოვანი ინფექციაც ისე გადადის, როგორც სხვა დანარჩენი საგნების გაზიარებით, პირადი ნივთების ქონას და ჰიგიენას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ კანის ჭიასაც ეძახიან, ეს ძირითადად ემართება ბავშვებს.

თავის სკალპის სოკო - იწვევს თმის ცვენას, აზიანებს თმას და კანს. სჭირდება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ძირითადად დასალევი ტაბლეტი. ახასიათებს კანის ქავილიც. მკურნალობა შეიძლება, თუ ოჯახში ვინმეს აქვს ეს დაავადება პროფილაქტიკის მიზნით ოჯახის სხვა წევრებს შეუძლია თავი დაიბანონ სოკოს საწინააღმდეგო შამპუნით. 

ნაირფერი პიტირიაზი - კანის დაზიანებები ალაგ-ალაგ, შეიძლება იყოს მუქი და ღია ფერიც. უმეტესად ვითარდება ახალგაზრდებში, გულმკერდის მიდამოში, მკლავებზე. არ ახასიათებს ქავილი და განსაკუთრებული სიმპტომი. არ არის გადამდები. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გილოცავ, უფროსო ძმაო... შენით ძალიან ვამაყობ“– რას წერს დემნა გვასალიას ძმა

⭕„რა საოცარი ბავშვია“ - ვატო არველაძისა და მაკუნა ზედაშიძის პატარა სოფიას ახალი ფოტოები

⭕დღეს მთვარის დაბნელებაა! - რისი გაკეთება შეიძლება, რისი არ შეიძლება და რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე?