
Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორს, მოდის დიზაინერს, წარმოშობით ქართველ დემნა გვასალიას საზოგადოება კარგად იცნობს.
მის ცხოვრებაში სიახლეებია. კარიერას და შემოქმედებას ახლა იგი GUCCI-ში, კრეატიული დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.
„ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“, - დაწერა დემნა გვასალიამ.
გურამ გვასალია ძმას, დემნა გვასალიას Gucci-ის კრეატიულ დირექტორად დანიშვნას ულოცავს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ მილოცვაში გურამ გვასალია ძმას, სოხუმში გადაღებული ფოტოთი ულოცავს და წერს, რომ მისით ძალიან ამაყობს:
„გილოცავ, უფროსო ძმაო... შენით ძალიან ვამაყობ“, – წერს გურამ გვასალია.
View this post on Instagram
ცნობილი ფაქტია, რომ ძმებს შორის კარგი ურთიერთობა არ არის.
უფრო კონკრეტულად, დემნა გვასალიას, საკუთარი ძმა, ასევე დიზაინერი და Vetements-ის აღმასრულებელი დირექტორი, გურამ გვასალია გასულ წლებში დაუპირისპირდა.
New Your Times-სთან ინტერვიუში გურამმა თქვა, რომ დემნაზე უფრო წინ არის.
„დემნა ჩემზე ექვსი წლით უფროსია, როცა მე მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. ჩემზე ადრე მიიღო ცხოვრებაში გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, ვფიქრობ, რომ მე მასზე ბევრად უფრო წინ ვარ“, – ამბობდა გურამი და თქვა, რომ დემნას ეპოქა დასასულისკენ მიდის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა საოცარი ბავშვია“ - ვატო არველაძისა და მაკუნა ზედაშიძის პატარა სოფიას ახალი ფოტოები