ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 83 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს თუ როგორ უნდა გამოიყურებოდე 20 წლით ახალგაზრდულად ვიდრე ხარ და საინტერესო რჩევებს გვიზიარებს.
„ჩვენ ვიცით, რომ ასაკთან ერთად ვბერდებით - გვიბერდება კანი, ჩნდება ნაოჭები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან ვიდრე მათი ასაკია და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ნამდვილად გაუმართლათ, ვთქვათ გენეტიკა აქვთ ბრწყინვალე, თუ აკეთებენ რაღაცებს ჩუმად - თუ ორივე ერთად.
პასუხი არის, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ბევრი რამის შეცვლა, რადგან ჩვენი კანის დაბერების 80% ხდება, არა გენეტიკის გამო, არამედ გარემო ფაქტორების გამო, ამიტომ თუ კი ამ გარე ფაქტორებს შევამცირებთ, მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევამციროთ დაბარება, ან გავიახალგაზრდაოთ თავი.
20 და 30 წლით ახალგაზრდულად, რომ გამოიყურებოდე ქირურგიული ჩარევების გარეშე ეს ილუზიაა, თუმცა 10-15 წლით შეამცირო დაბერების პროცესი ეს რეალისტურია“, - ამბობს კოტე თოდუა.
მისი თქმით, მთავარი არის ვებრძოლოთ მზისგან და გარემოსგან დაზიანებებს, ასევე კანს დავეხმაროთ აღდგენაში.
„დღის რუტინაა არის, რომ დავიცვათ კანი გარემო ფაქტორებისგან, საღამოს რუტინა კი არის, რომ კანს მივცეთ აღდგენის საშუალებაა.
დილით სახე აუცილებლად უნდა დაიბანოთ, ასევე წაისვათ c ვიტამინი, რათა დღის განმავლობაში დაგიცვას გარემო ფაქტორებისგან, შემდეგ წაისვათ დამატენიანებელი, სასურველია იყო ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული, ბოლო აკორდი კი არის მზისგან დამცავის წასმა“, - ამბობს კოტე თოდუა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აიღეთ ფურცელი და ვერცხლისფერი ან ლურჯი კალამი“ - მერკურის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ