ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 80 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კარტოფილის შესახებ საუბრობს - როგორც ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღ და ამავდროულად, მავნებელ პროდუქტზე.
„დიდი წვლილი აქვს კარტოფილს შეტანილი მსოფლიოში, მაგ; როდესაც კარტოფილი ევროპაში შეიტანეს სიკვდილიანობა და შიმშილი შეამცირა.
კარტოფილს აქვს დიდი დიაპაზონი, იგი შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო და ძალიან არაჯანსაღი, ეს დამოკიდებული თუ როგორ მოამზადებთ.
მსოფლიოში ყოველი მერვე ადამიანი, თითქმის ყოველ დღე ჭამს კარტოფილს, მას აქვს ყველაზე დიდი დანაყრების შეგრძნება.
კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, ცილას, თუმცა ის არ არის სასურველი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს აქვს დიაბეტი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სასურველია მისი მიღება გაციებულ მდგომარეობაში. იგი ასევე შეიცავს ვიტამინ C-ს.
კარტოფილის მიღება - შემწვარ მდგომარეობაში, ჩიფსების სახით არის არაჯანსაღი, ამ დროს იზრდება სიმსივნის რისკები.
კარტოფილის პიურე ასევე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ საკვებად, ის განსაკუთრებით ცუდია მათთვის ვისაც აქვს დიაბეტისკენ მიდრეკილება, რადგან მას აქვს ძალიან მაღალი გლიკემიური ინდექსი. განსაკუთრებით ისეთი პიურე, რომლის ფხვნილი იყიდება და მხოლოდ წყალი უნდა დაასხა“, - ამბობს კოტე თოდუა.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა გზას გადის სული თავისი კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად? - რას გვირჩევს მოძღვარი