დრო არის ის, რაც ჩვენს ცხოვრებას მართავს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რა ძალას ფლობს ნივთი, რომელიც ამ დროს ზომავს. როგორ მოქმედებს საათის წიკწიკი ჩვენს აურაზე და რატომ უნდა ვერიდოთ მის გაჩერებას?
ამ თემებზე „დაიჯესტს“ ეზოტერიკოსი გოგა მანია ესაუბრა.
- რატომ ენიჭება საათს ასეთი დიდი მნიშვნელობა ეზოტერიკაში?
გოგა მანია: საათი უპირველესი ნივთია. საერთოდ, დრო მაგიასთან და ენერგიასთან უდიდეს კავშირშია. ნებისმიერი მაგიური რიტუალი, იქნება ეს სასიყვარულო თუ სხვა ტიპის, ფუჭია, თუ ის კონკრეტულ დროზე არ არის გათვლილი. დროის გარეშე მაგია უბრალოდ ვერ იარსებებს. შესაბამისად, ნივთი, რომელიც დროს ასახავს, თავად ხდება ამ ენერგიის მატარებელი.
- ხშირად ამბობენ, რომ გაჩერებული საათი სახლში ცუდია. თქვენ რას გვეტყვით?
გოგა მანია: კატეგორიულად დაუშვებელია! თუ საათი გაჩერდა, ის მაშინვე იწყებს თქვენი ენერგოველის დაზიანებას. მოწიკწიკე საათი სულ სხვა ენერგოველს ხსნის, ის ქმნის ვიბრაციებს, რომლებიც ერთგვარი პორტალის ფუნქციას ასრულებს. გაჩერებული დრო კი ნიშნავს გაჩერებულ ენერგიას, რაც სახლის ატმოსფეროზე ნეგატიურად აისახება.
- სად არის საუკეთესო ადგილი საათისთვის და სად არ უნდა დავკიდოთ ის?
გოგა მანია: მე პირადად კედლის საათი არ მაქვს. განსაკუთრებით არ გირჩევთ საათის დაკიდებას შემოსასვლელში. რაც შეეხება ანტიკვარულ საათებს, თუ ისინი გაქვთ და მუშა მდგომარეობაშია, მათი შენახვა შეიძლება სხვენში ან სარდაფში, ხაზს ვუსვამ, დახურულ ადგილას.
- საათს ხშირად ჩუქნიან ერთმანეთს. არის თუ არა ეს სახიფათო?
გოგა მანია: საათის ან საფულის ჩუქებისას გარკვეული წესები უნდა დავიცვათ. თუ ასეთ ნივთს გჩუქნიან, ის აუცილებლად უნდა „გამოისყიდოთ“. სიმბოლური თანხა მაინც უნდა გადაუხადოთ მჩუქებელს, რომ ენერგეტიკული ბალანსი არ დაირღვეს. ასევე, საფულის გაჩუქებისას მასში აუცილებლად უნდა იდოს კუპიურა - ცარიელი საფულის გაჩუქება არ შეიძლება.
- არსებობს თუ არა შემთხვევა, როცა საათის სახლში გაჩერება პირიქით, საჭიროა?
გოგა მანია: არის ასეთი მომენტიც, თუ საათი ძვირფასი მეტალის ან ოქროსია, მისი დატოვება შეიძლება თუ ყურადღებით იქნებიან, რომ არ იყოს გაჩერებულ მდგომარეობაში. თვალი ადევნეთ თქვენს საათებს. გახსოვდეთ, რომ დროის განსაზღვრით კეთდება ნებისმიერი ენერგეტიკული დარტყმა, ამიტომ თქვენი პირადი „დროის მზომი“ ყოველთვის გამართული და მოწესრიგებული უნდა იყოს.

