უშვილობა დღეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს და წყვილს ეხება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სპეციალისტების შეფასებით, პრობლემის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა ადრეული დიაგნოსტიკა, თანამედროვე სამედიცინო მიდგომები და დროული კონსულტაცია წარმატებული მართვის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.
უშვილობაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იუთუბის ერთ-ერთ პოდკასტში, ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა და ტრანსცედენტული მედიტაციის სპეციალისტმა ლარისა პარკაძემ ისაუბრა:
„ადრე ეს უფრო ბუნებრივი პროცესი იყო ვიდრე ახლა. 10 წლის წინ შეიძლება შეიძლება არა, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ნამდვილად. ჩვენ დროში ეს პროცესი უფრო გააქტიურდა ვიდრე დავუშვათ მანამდე.
იმიტომ რომ ძირითადად ქალის დანიშნულება იყო შვილის გაჩენა, ახლა უკვე ეგრე არ არის. ჯერ ერთი თვითონ ქალის სტატუსი და ქალის შინაარსი უფრო ფართო არის და გახდა. ქალი მარტო დედა არ არის და მარტო ცოლი არ არის ქალი ძალიან დიდი პრეტენზია აქვს და ალბათ კარგია, რომ სოციალური პიროვნებაა. ძალიან ხშირად არის მომენტი რომ თუ გათხოვდი ან უნდა გათხოვდეს, აუცილებლად შვილი უნდა გააჩინოს. მაგრამ მზად არ არის ამისთვის ან შინაგანად არ უნდა ჯერ ან არ იცის რა არის.
ოჯახის ინსტიტუტი ადრე როგორ იყო: ძირითადად ქალი უკვე მერე დავუშვათ რომ გათხოვდებოდა, დედამთილთან მეუღლის ოჯახში ცხოვრობდა ბებიებთან და ა.შ. სხვადასხვა თაობის ხალხი ცხოვრობდნენ ერთად და ეს ბუნებრივი პროცესი იყო, რომ სწავლობდნენ სად იყო მაშინ მშობელთა სკოლა. ეგ იყო მშობელთა სკოლა. სწავლობდნენ ერთმანეთისგან ქალები ერთად იკრიბებოდნენ და ეს ბუნებრივი პროცესი იყო.
ქალმა რომელმაც არ გააჩინა ბავშვი იმ დროს და არ გათხოვდა რაც არ უნდა სოციალური პოზიცია დაეჭირა, არ ითვლებოდა სრულყოფილად. თანამედროვე დროში ეგრე არ არის. ჩვენ პირიქით ვამბობთ
რომ სანამ შენ ბავშვზე ფიქრობ ჯერ შენი თავი იპოვე. ჯერ გახდი სრულყოფილი პიროვნება ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე მზად თუ ხარ შვილისთვის მიდი გააჩინე ბავშვი ან ნუ იფიქრე წყვილზე, ან პარტნიორზე. მარტო ქალმა არ უნდა იფიქროს ბავშვზე. ქალისთვის ეს დედობრივი ინსტინქტი, რა თქმა უნდა ჩადებულია ბუნებაა ქალის და ამიტომ ეს რა თქმა უნდა მოთხოვნილება.
თუ ფიზიოლოგიური დარღვევები არ არის, ხშირად ხდება სხვათა შორის ეს უკვე რომ ექიმი ამბობს რომ ფიზიკურად აბსოლუტურად ყველაფერი ჯანსაღია ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ორსულობა არ დგება აქ არის ნახეთ შინაგანი კონფლიქტი ტვინით. ქალს შეიძლება ბავშვი უნდოდეს, თუმცა ამ დროს ფსიქოლოგიურად რაღაც აჩერებდეს. შეიძლება ცნობიერად, ან არაცნობიერად. უნდა დავფიქრდეთ იმაზე სად ვჩერდებით, სად აჩერებს ქალი საკუთარ თავს. ზოგადად ქალში ზრუნვის ინსტინქტი ბუნებრივად უფრო განვითარებულია, ვიდრე კაცში. ამიტომ აუცილებელია ორივეს შემთხვევაში სიყვარული, რომ რაღაც შექმნა. აუცილებელია ქალი იყოს კომფორტში. როცა
ქალი ვერ პოულობს პარტნიორს, ძალიან ხშირად როცა ვიწყებთ მუშაობას, მივდივართ იქამდე, რომ ის ადგილი, პარტნიორის ადგილი, ფსიქოლოგიური ქმარი შეიძლება იყოს ძმა, შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს მეზობელი, შეიძლება ანუ ის შეიძლება იყოს ძაღლი, სამწუხაროდ. ანუ მას ფსიქოლოგიური ქმარი, არქეტიპი ჰყავს შექმნილი.
ხშირად ადამიანები, რომელთაც პრობლემა აქვთ უშვილობასთან არიან ძალიან რეალიზებული ქალები, რომელსაც ყველაფერი დალაგებული აქვთ და აკონტროლებენ. ქალს აქვს ბევრი მიზანი, დისერტაცია, წარმატებული კარიერა და ა.შ. შეიძლება ადამიანს უნდოდეს მშობელი გახდეს, ამ დროს ფიქრობს იმაზე, რომ მაგალითად დისერტაცია უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამას მივყავართ ფსიქოლოგიურ უშვილობასთან.
ასევე მხოლოდ დაორსულება არ არის, აუცილებელია მშობიარობის დაგეგმვა. სანამ ეს მოხდება წყვილი იკეთებს ანალიზებს. ადრე შეიძლება ასეთი პრობლემური არ იყო ეს საკითხი, თუმცა ახლა ჩვენ ჯანმრთელ თაობაზე ვსაუბრობთ, ვიდრე რაოდენობაზე“, - აღნიშნა ლარისა პარკაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ისტორიაში პირველად, საქართველოში „ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო
⭕ 2026 წლის აგვისტოს პირველი ნახევარი: ძირითადი ასტრო-მოვლენები - ხათუნა ნოელის პროგნოზი