
ოქტომბერი დაიწყო, ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და სეზონის მთავარი საზრუნავი - გათბობა პრიორიტეტული ხდება. ამის პარალელურად, განვლილი წლების მაგალითზე იზრდება საზოგადოების შიში და ჩნდება შეკითხვები გათბობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე „დაიჯესტთან“ საუბრისას ყველა იმ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გამათბობლის შეძენას, დამონტაჟებას თუ სწორად გამოყენებას შეეხება:
რა არის მთავრი გამათბობლის შეძენის დროს?
ოთახის გამათბობლისა და წყალგამათბობლის შეძენის დროს მთავარია გამათბობელს ჰქონდეს დახურული წვის კამერა. დახურულია წვის კამერა იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა გაზისთვის საჭირო ჟანგბადს გარედან იღებს, ანუ სახლში არსებულ ჟანგბადს არ იყენებს. შესაბამისად, აბონენტი შიგნით სრულიად უსაფრხოა. შიდა წვის კამერა ჟანგბადს სახლიდან იღებს, იწყება ჟანგბადის გაიშვიათება. სწორედ ეს ხდება მოწამავლის ან დაღუპვის მიზეზი.
ვის უნდა გადაამომოწმებინოთ დამონტაჟებული ტექნიკა?
დანადგარი აუცილებლად კვალიფიციურმა უნდა დაამონტაჟოს. როგორც კი დასრულდება გამათბობლის მონტაჟი, აბონენტმა უნდა დარეკოს ენერგო-პრო ჯორჯიას ცხელ ხაზზე, მოითხოვოს შემოწმება და შეამოწმებინოს კომპანიის წარმომადგენელს. ისინი ვალდებულები არიან 1 დღის ვადაში მივიდნენ მისამართზე და სრულიად უფასოდ შეამოწმონ, რამდენად სწორად არის დამონტაჯებული. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი გასცემენ შესაბამის მითითებებსა და რეკომენდაციებს. ეს სერვისი ეხება გასულ წლებში დამონტაჟებული ტექნიკით მოსარგებლეებსაც. მოვუწოდებ ყველას, გათბობის ჩართვამდე დარეკონ 114-ზე და შეამოწმებინონ ტენიკა!
ყველაზე ხშირად კუსტარულად დამონტაჟებულ ტექნიკას დაქირავებულ ან დაგირავებულ ბინაში ვაწყდებით. მოვუწოდებ ყველას, ვინც აპირებს გადასვლას ახალ საცხოვრებელ ადგილზე, კარგად შეამოწმონ, მოიკითხონ როგორი ტიპის გამათბობელია, რამდენად სწორადაა დამონტაჟებული და ასევე მიმართონ ენერგო პროს წარმომადგენლებს.
რას ნიშნავს კუსტარულად დამონტაჟებული ტექნიკა?
ფატალური შემთხვევბის 99% კუსტარულად დამონტაჟებულ დანადგარს უკავშრდება. ეს კი ღია წვის კამერიანი გამათბობლის და წყალგამაცხელებლის დამონტაჟებას ნიშნავს.
იწვევს თუ არა ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანას გამათბობელის ხშირად ჩართვა-გამორთა?
დროთა განმავლობაში შესაძლებელია მოიშალოს, თუმცა რამდენად გახდება ეს ფატალური შედეგის მიზეზი ამის თქმა რთულია.
რეკომენდაციები გამათბობლის გამოყენებისას:
აუცილებულია, სახლის ხშირად განიავება;
საჭიროა იყოს გამწოვი ჩართული, ვინტილაცია ან ღია იყოს პატარა ფანჯარა.