Digest Logo

🎥 „ენას კბილი დააჭირეთ... ფარულ მტრებს ერიდეთ...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1747051283
მიხეილ ცაგარელი

„მესამე კვირაა გრძელდება დედამიწის უარყოფითი ენერგოველი. რაც შეიძლება ტრავმულ-ავარიულ-კონფლიქტური სიტუაციების ფაქტორი აღმოჩნდეს“, - მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

„დღეს მოგეხსენებათ სავსემთვარეობაა. მზის და მთვარის დაპირისპირება ხდება მორიელის კუროს ზოდიაქალურ ღერძზე. შესაბამისად მატულობს შური, ბოღმა, სარკაზმი, პირდაპირობა, ნაკლები დიპლომატია. ამ ენერგიას ყველა თანაბრად ვერ იტანს. რისკჯგუფშია შარდ-სასქესო ორგანოები. სექსუალური ძალადობის ალბათობა მაღალია. შესაძლოა გაიხსენონ ძველი წყენები.

გეომაგნიტური დღეები - ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი იქნება ზედიზედ. ამიტომ ითხოვს ყურადღებას. ამ პერიოდში უნდა მოვუფრთხილდეთ მოხუცებს, ასევე ტემპერატურული ცვლილებები გველის, რომელიც წნევის მერყეობასაც გამოიწვევს.

შაბათს არ გადაეყაროთ ნასვამ და მთვრალ ადამიანებს. კონფლიქტების ალბათობა არის მაღალი. შაბათ-კვირას გვაქვს მზის და პლანეტა ურანის შეერთება. ყველანაირი მოულოდნელობების ტენდენცია არის მაღალი. შესაძლოა გაიცნო საინტერესო ადამიანები.

კვირას კურომ, თხის რქამ და ლომებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ნევროზულ დეპრესიულ პერიოდთან. კამათში ნუ შეხვალთ.

ხუთშაბათს განთავისუფლდით მავნე ჩვევებისგან“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა

ასტროლოგმა ზოდიაქოს ცალკეული ნიშანიც დაახასიათა:

ვერძი

შესაძლოა ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა იყავით ყურადღებით, რადგან შესაძლოა სხვათა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეთ. მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.

კურო

ენერგოტოუსი, შინაგანი შარმი და მიზიდულობა მაღალია. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს. წარმატების ფაქტორი მაღალია. მაგრამ ნეგატივი უკავშირდება ძველ ვალებს და ყველა მოგთხოვთ მათ დაბრუნებას.

ტყუპები

ენერგოტონუსი ამ კვირაში დაბალი გაქვთ, თუმცა მომავალი კვირიდან გაიზრდება და იწყება თქვენი დრო. ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით და ჯანმრთელობას მივცეთ დასვენების საშუალება. ნუ ჩქარობთ, ენას კბილი დააჭირეთ. ფარულ მტრებს ერიდეთ.

კირჩიბი

ენრგოტონუსი მაღალია, შარმიც მაღალია. ინტუიცია მდგრადია, მაგრამ შესაძლოა კონფლიქტი მოხდეს გავლენიან პირებთან. ნდობის ფაქტორი დიდია და შესაძლოა თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

ლომი

საქმიანობის კუთხით პერიოდი ცუდი არ არის, თუმცა კონფლიქტების ალბათობა ძალიან დიდია. რწმენა დიდ დონეზე გაქვთ. ნუ გადაიტვირთებით და გადაამოწმეთ ინფორმაცია.

ქალწული

კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდებით. ამიტომ ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. კარგი პერიოდია მგზავრობა მოგზაურობისთვის. უცხოებთან კონტაქტებისთვის. ტექნიკასთან იმუშავეთ ფრთხილად.

სასწორი

არ არის სასურველი კაპიტალ-დაბანდებების გაკეთება და ინვესტიციები. ზედმეტი ფინანსური ხარჯის გამოვლენა. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორების მოქმედებებს.

მორიელი

თქვენმა გაღიზიანებამ შესაძლოა პიკს მიაღწიოს. მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში. პარტნიორის როლი არის დიდი. თქვენ ადგილს უმიზნებს ბევრი.

მსვილდოსანი

საკუთარ თავის იმედი უნდა გქონდეთ. გამოცდილ იურისტებთან ერთად გაიარეთ საკითხები. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით და არ გადაიღალოთ.

თხის რქა

ბევრი რამ გამოგდით. ლიდერი, ორგანიზატორი. შვილებთან და პარტნიორებთან თუ უფრო მშვიდი გარემო გექნებათ, მეტად წარმატებულები იქნებით. არ უსმენთ სხვების რჩევებს არადა ეს უფრო გეხმარებათ განვითარებაში. მოიშორეთ სიჯიუტე.

მერწყული

ენერგოტონუსი დაბალია მომდევნო კვირიდან გაიზრდება. ყურადღება მიაქციეთ ფულს და ჯანმრთელობას. ბევრი გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომლებიც თქვენი შემოსავლების დახარჯვას ეცდება.

თევზები

სარმი მაღალია, ინტუიციაც მდგრადი. მიმზიდველი ნიშანია. შესაძლოა საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. უცხოეთთან აქტიური კონტაქტებისთვის კარგი დროა. კავშირი დაიჭირეთ ძლიერ ადამიანებთან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეჩვენება, რომ სასულიერო პირები ჩამოვრჩით, თავიანთ ენაზე არ ველაპარაკებით ახალ თაობას...“ - დეკანოზ დავით ციცქიშვილის საინტერესო ქადაგება

🎥 „ცვალებადი და კონფლიქტური სიტუაციაა...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

⭕„შესაძლოა ხელი შეუწყოს მეწყრული პროცესების გააქტიურებას...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან