პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. „შენი ექიმი“-ს დამფუძნებელი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებას მორიგ საჭირო რჩევას უზიარებს.
„მიღებული საკვების მონელების შეფერხების შეგრძნება, გულისრევა, ან ნაადრევი დანაყრება – ეს ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს კუჭის კიბოზე.
თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ამასთან, შესაბამისი სიმპტომები, შესაძლოა ასოცირებული იყოს არა კიბოსთან, არამედ კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიასთან, მაგრამ ჯერ ყველაზე საშიში ვარიანტები უნდა გამოირიცხოს.
კუჭის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ექიმები მიმართავენ ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის მეთოდს (FGDS). ეს პროცედურა ტარდება 45 წლიდან, ხოლო 60 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ მისი ჩატარება.
კუჭის კიბოს რისკფაქტორებია: Helicobacter pylori ბაქტერიით ინფექცია, ჭარბი წონა და უმოძრაო ცხოვრების წესი, ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის არასაკმარისად მოხმარება და ნიტრატებით გაჯერებული საკვების მიღება“,- აცხადებს მედიცინის დოქტორი გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ 👇
🔵„ეს დღეც დადგა... სამწლიანი თანაცხოვრება დასრულებულია“ - თათია წოწონავამ „მთავარი არხი“ დატოვა
🔵„ეს ის ბიჭია სააკაშვილის რეჟიმის დროს მკვდარზე რომ დააბეს სამი დღე“ - რას წერს ინგა ბერიკაშვილი
წყარო: sheniekimi.ge