Digest Logo

„გული მაქვს გახეთქილი, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს...“ - რას წერს სოფო ნიჟარაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე? 

1665687150
სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ვაკის პარკში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

„დავწერ, წავშლი, დავწერ, წავშლი, საერთოდ გამოვდივარ, მერე ისევ შემოვდივარ და არ ვიცი რა ვთქვა… გული მაქვს გახეთქილი, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, რომ ჩემი მწუხარება და თანაგრძნობა გამოვხატო დაღუპულის ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ რამ უნდა შეუმსუბუქოს ის ტკივილი, რასაც ახლა ისინი განიცდიან“, - წერს სოფო ნიჟარაძე.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...“ - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

„თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო“ - კალაძე

სად იყო ხარვეზი და რატომ იყო მაღალი ძაბვა იმ სივრცეში, სადაც, წესით, ბავშვები უსაფრთხოდ უნდა თამაშობდნენ