Digest Logo

„კოლაგენის დანამატების სახით მიღება საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის“ - ზაზა თელია მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს

1741167454
ზაზა თელია

ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი და მედიცინის დოქტორი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ინფორმაციულ პოსტს აქვეყნებს, სადაც კოლაგენზე საუბრობს. 

ექიმი განმარტავს, არის თუ არა კოლაგენის დანამატის მიღება საჭირო კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად:

„კოლაგენის შემცველი საკვები დანამატების მიღება ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

რა არის ამის მიზეზი?

საზოგადოებაში გავრცელებული მითია, რომ კოლაგენის დანამატის სახით მიღება დადებით ზეგავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე.

კერძოდ:

■ ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას;
■ ხელს უწყობს კანის ელასტიკურობასა და ჰიდრატაციას.

თუმცა, თუ გსურთ, თქვენი კანი გამოიყურებოდეს უკეთესად, კოლაგენის დანამატების სახით მიღება საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერჯერობით არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმის თაობაზე - აქვს თუ არა კოლაგენის დანამატს დადებითი ზეგავლენა კანზე. მეტიც, ჯერ შესწავლილიც კი არ არის, უსაფრთხოა თუ არა მათი მიღება.

კოლაგენის დანამატის დადებითი ეფექტის შესახებ სულ რამდენიმე პატარა კვლევა არსებობს, რომელთაგან ყველა დაფინანსებულია აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი კომპანიების მიერ (All manufacturer-sponsored studies) - მსგავსი კვლევები შესაძლოა არასანდოდ ჩაითვალოთ ინტერესთა კონფლიქტის, ტენდენციურობის (Conflict of interests, Systemic Bias) გამო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკვები დანამატების ინდუსტრია არარეგულირებადია. შესაბამისად, ხშირად გვხვდება არასწორი ეტიკეტირება და დაბინძურება.

გიზიარებთ საუკეთესო გზებს კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად:

■ თამბაქოზე უარის თქმა და პასიური მოწევის პრევენცია (მეორე ხელით მწეველობა; Second hand Smoke);
■ გარუჯვისგან თავის შეკავება, მზისგან დამცავის რუტინული, სისტემატური გამოყენება (SPF30+, UVA+UVB);
■ ჰიდრატაცია (წყლის მიღება ყოველდღიურად, მინიმუმ 1.9 ლიტრი დღეში);
■ ადგილობრივი რეტინოიდების გამოყენება, რომლებიც ნაოჭების საწინააღმდეგო, კერატოლიტიურია (კანის მკვდარი უჯრედების მოშორება);
■ დამატენიანებელი საშუალებების სწორი შერჩევა შემადგენლობის მიხედვით და რუტინულად გამოყენება.

ასევე, გავრცელებული მითია, რომ კოსმეტიკურის ნაცვლად სამედიცინო ხაზის უკეთეს პროდუქციაზე არჩევანის შეჩერება უფრო ძვირია, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - წერს ზაზა თელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„11 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდი, მადლობა“ - მარიამ შარმანაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს

14 მარტიდან 29 მარტამდე დაბნელების დერეფანი გველოდება - რა ცვლილებებს გვიმზადებს გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა

„ახლად დაქორწინებულები იყვნენ, ბავშვს ელოდებოდნენ, ქორწილი უნდა გადაეხადათ“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპულის ახლობელი