
ცოტა ხნის წინ ზუმბას ქართველი ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ნიშნობა შედგა. მარიამის ცხოვრება სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟზე იყო შეყვარებული.
მარიამ შარმანაშვილს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს, რომელსაც დაბადების დღე აქვს. ბიჭი 11 წლის გახდა:
„მადლობა რომ 11 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდი, გილოცავ ჩემო უკვე დიდო ბიჭო დაბადების დღეს, უფალი გფარავდეს ცხოვრების ყველა ეტაპზე ✨️❤️✨️“, - წერს მარიამ შარმანაშვილი.
View this post on Instagram
სოფი ლორენის ქართველმა რძალმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუც ჩაწერა, სადაც ის კარლო პონტის გაცნობაზე საუბრობდა.
„სამი დღის განმავლობაში ისე ვმესიჯობდით, მისი სახელი, გვარი და ზუსტი ვინაობა არ ვიცოდი. მესამე დღეს კი, როდესაც ვინაობა გამიმხილა, ცოტა დაუჯერებლად მომეჩვენა, სანამ ვიდეოზარით არ დავრწმუნდი, რომ კარლო ნამდვილად კარლო იყო. სასიამოვნო განცდა იყო, რომ ასეთი წარმატებული პიროვნების გაცნობის პატივი მხვდა წილად, მაგრამ ასეთ სცენარს, როგორც შემდგომში ჩვენი ამბავი განვითარდა, ნამდვილად არ ველოდი“, - ამბობდა მარიამი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: