
კორეული კოსმეტიკა თუ ევროპული, რომელი სჯობს? - ამ აქტუალურ კითხვაზე, კოსმეტოლოგი ნინო ხაინდრავა ვიდეოს აქვეყნებს „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე და საზოგადოებას აღნიშნული კოსმეტიკის მახასიათებლებზე გარკვეულ რეკომენდაციებს უზიარებს.
როგორც კოსმეტოლოგი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში სიტყვა „სჯობს“ არ იქნება მართებული სიტყვა ამ ორი ხაზის შედარებისას, რადგან ორივეს თავისი მიმართულება და უპირატესობა გააჩნია.
„კორეულ კოსმეტიკას აქცენტი აქვს გაკეთებული დატენიანებაზე და რბილ მოვლაზე, რადგან მათი სახის კანი, სულ სხვა სტრუქტურისაა, ამ დამატენიანებლებს ურევია აზიური ცენტელა და მწვანე ჩაი, რომელიც არის უნიკალური დამამშვიდებლები.
რაც შეეხება ევროპულ კოსმეტიკას, აქ გვაქვს საქმე რთულ ფორმულებთან. შრატები ეცადეთ, ყოველთვის აარჩიოთ ევროპულები, რადგან ჩვენი სახის სტრუქტურის მქონე ადამიანებს, ზოგჯერ გვჭირდება პრობლემის რადიკალური მოგვარება. რაშიც, ამ ევროპულ შრატებში შემავალი რთული ფორმულები გვეხმარება.
„ეს კარგია“, „ის ცუდია“ - ეს მიდგომა დაივიწყეთ, რადგან ასეთი ამ სფეროში არ არსებობს“,- ამბობს კოსმეტოლოგი ნინო ხაინდრავა.
View this post on Instagram