
კვერცხი და ქათამი, რამდენი ხანი უნდა ვხარშოთ და რა სახით მივიღოთ, რომ მაქსიმალურად სასარგებლო იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ისაუბრა:
„ეს პროდუქტები არის ორგანიზმის საშენი მასალა და უჯრედი ისე ვერ განახლდება, თუ არა გვაქვს ცილა. ასევე შედარებით დაბალკალორიულია პროდუქტი, მაგრამ ძალიან კარგად ანაყრებს. უნივერსალურია მათი გამოყენების ფუნქცია, რადგან ძალიან ბევრი კერძი მზადდება ორივე პროდუქტით.
მნიშვნელოვანია როგორ დავამუშავებთ ორივე პროდუქტი და შემდგომ როგორ მოვამზადებთ.
კვერცხის მომზადების სხვადასხვა წესები არსებობს, არ უნდა იყოს გაბზარული და უნდა გავრეცხოთ კარგად. რბილი და ნაზი სამი-ოთხი წუთი იხარშება. შედარებით მკვრივი ექვს წუთში იხარშება, სერიოზულად მოხარშული 10 წუთი. 10 წუთზე მეტხანს როცა ვხარშავთ კარგავს სასარგებლო თვისებებს და დენატურაციაც აღარ აქვს.
საუზმეზე ცილის და კვერცხის გამოყენება, იმ შემთხვევაში თუ შეზღუდული გრაფიკი გვაქვს და დიდხანს ვერ ვისადილებთ, აუცილებელია. უამრავი მიკროელემენტი და ვიტამინი შედის. ასევე ქოლესტერინიც, რომელიც ადრე ცუდი გვეგონა. ისეთი ნაერთებიც არის, რომ მისი შეწოვა კარგად ხდება და გამოდევნაც“, - ჰყვება ნატა გაგუა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 3 აპრილს
⭕3 აპრილს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება