პასქას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს.
პასქის ცხობა ერთგვარი რიტუალია, მას დიდი დრო და ნებისყოფა სჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, მარტივი რეცეპტებიც არსებობს, ასევე რეცეპტები შედარებით პატარა პორციისთვის. სურვილი თქვით, თორემ პასქა ტაფაზეც კი ცხვება. თუმცა, თუკი კლასიკური პასქის მომზადება გადაწყვიტეთ, გარჯა და წესების დაცვა მოგიწევთ.
ბოლო პერიოდში პოპულარულია ხაჭოს პასქა, რომლის რეცეპტსაც ბლოგერი dianasreceptor გვიზიარებს.
🌱მოსამზადებლად გვჭირდება
🌱800 გრ. მაღალპროცენტიანი ხაჭო (23%)
🌱100 გრ. შაქრის ფანტელი
🌱100 გრ. რბილი ნაღების კარაქი
🌱3 ს/კ არაჟანი (30%)
🌱1 ჩ/კ ვანილის პასტა ( ან ვანილის შაქარი)
🌱1 ს/კ ყაყაჩოს მარცვალი
🌱1 ლიმონის ცედრა
🌱1 ჩ/კ კურკუმა
კურკუმას ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვები საღებავი ყვითელი
🌱(ყაყაჩო შეგიძლია ჩაანაცვლოთ იგივე ოდენობის ჩიას მარცვლებით, სელის დაღერღილი მარცვლებით ან გოგრის მოხალული მარცვლებით)
🌱დავაბლენდეროთ ხაჭო, კარაქი, არაჟანი და შაქრის ფხვნილი კარგად
🌱1/3 მასა გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში და და დავამატოთ კურკუმა და ლიმონის ცედრა
🌱ფორმაში ჩავაფინოთ მარლა და ყვითელი ნაწილით ამოვლესოთ ფორმის კედლები
🌱ხაჭოს ძირითად მასას კი დაუმატეთ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მარცვლეული და ამ მასით ამოავსეთ მთელი ფორმა
ფორმას დავადოთ სიმძიმე და დავტოვოთ მთელი ღამით მაცივარში (შრატი რომ გამოვიდეს ზედმეტი)
გავაფორმოთ სურვილისამებრ და მივირთვათ გემრიელად“, - გვირჩევს ბლოგერი.
ასევე დაგაინტერესებთ 👇
🎥 კლასიკური და არომატული ხაჭოს პასქა - ცნობილი ბლოგერი რეცეპტს გვიზიარებს
წყალში ჩაძირული პასკის რეცეპტი, ცნობილი ბლოგერისგან - ნოტიო, მძიმე და გემრიელი!

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მწვავე ბრონქიოლიტი“ - ამ ტერმინის შიშმა მოიცვა დღეს მშობლები“ - პედიატრი მშობლებს მიმართავს
⭕რატომ დატოვა „თორჩომ“ ლელა წურწუმიას ბენდი? – მომღერალი მიზეზზე ალაპარაკდა
⭕„მუდამ დახვეწილი“ - სალომე ღვინიაშვილის ახალი კადრები საგაზაფხულო ფოტოსესიიდან