Digest Logo

წყალში ჩაძირული პასკის რეცეპტი, ცნობილი ბლოგერისგან - ნოტიო, მძიმე და გემრიელი!

1774978149
იფფ ანა, პასკა

პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს.

პასკის ცხობა ერთგვარი რიტუალია, მას დიდი დრო და ნებისყოფა სჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, მარტივი რეცეპტებიც არსებობს, ასევე რეცეპტები შედარებით პატარა პორციისთვის. სურვილი თქვით, თორემ პასკა ტაფაზეც კი ცხვება. თუმცა, თუკი კლასიკური პასკის მომზადება გადაწყვიტეთ, გარჯა და წესების დაცვა მოგიწევთ.

ბოლო პერიოდში პოპულარულია წყალში ჩაძირული პასკა, რომლის რეცეპტსაც ბლოგერი ifif_ana გვიზიარებს და დეტალურად გვაწვდის ინფორმაციას, როგორ იდეალური პასკა. 

პორციაში გამოდის 5 კგ ცომი

ინგრედიენტები:
კვერცხი 11 ც
მარილი 1/2 ჩკ
თბილი რძე 1 ლ
შერბილებული კარაქი 500 გრ
ფქვილი 2 კგ
შაქარი 1,200 კგ
საფუარი 1,5 სკ
ვანილი 3 შ
ილი/კარდამონი 2 ჩკ
2 ლიმონის ცედრა
მუსკატი 3 ჩკ
ქიშმიში 700 გრ
შაქრის ფანტელი თავზე მოსაყრელად

ბუნებრივი ნაჭრის ტომარა (შეგიძლიათ გამოიყენოთ უხმარი ბალიშის პირი )

პირველ რიგში მოვამზადოთ საფუარი. 1,5 სუფრის კოვზი საფუარი გავხსნათ 1 ჩაის ჭიქა თბილ რძეში, (რძე ამოვაკლოთ საერთო რაოდენობიდან 1 ლიტრიდან ) დავუმატოთ 2 სკ შაქარი, დავაყაროთ ფქვილი კარგად ავურიოთ. მასა უნდა გახდეს ოდნავ სქელი. (ფქვილიც და შაქარიც ამოვაკლოთ საერთო რაოდენობიდან ) დავდოთ რამდენიმე წუთით თბილ ადგილას, დავინახავთ საფუარი ამოვუფდება და გაიზრდება მოცულობაში. თუ საფუარი არ გააქრიურდა, უმჯობესია თავიდან გააკეთოთ და გამოიყენით სხვა საფუარი.( საფუარი უნდა იყოს ახალი, ვადიანი და ოთახის ტემპერატურის)

ცალკე მიქსერით ამოვიყვანოთ 11 ცალი კვერცხი, 100 გრ შაქართან ერთად ( საერთო მოცულობიდან ამოვაკლოთ 1.200 კგ , კვერცხი იყოს ოთახის ტემპერატურის) 1/2 ჩკ მარილთან და 2 შეკვრა ვანილთან ერთად მივიყვანოთ გათეთრებამდე. შევურიოთ შერბილებული კარაქი 500 გრ. შეგვიძლია გამოვიყენოთ მიქსერი ან ხელით. ( კარაქი როგორც კი შეერევა კვერცხიან მასას, გეგონებათ აიჭრა, არ იდარდოთ, გააგრძელეთ ცომის ზელვის პროცეს , დატოვეთ აჭრილივით. სხვა ინგრედიენტებს რომ დაუმატებთ კარაქი გაიხსნება თავისით❤️) შემდეგ ვამატებთ მომზადებულ საფუარს და დარჩენილ ოთახის ტემპერატურის რძეს. ბოლოს კი ფქვილი. მოვზილოთ ცომი. ( ცომს არ სჭირდება დიდხანს ზელა) ნაჭრის ტომარაში ჩავუშვათ ცომი მოვუკრათ თავი. ჩავდოთ დიდ ქვაბში და დავასხათ ონკანიდან აღებული ცივი წყალი, დიახ ცივი წყალი 😍 ისე რომ ცომიანი ტომარა მთლიანად დაიფაროს წყლით და ტივტივებდეს თავისუფლად.

ვტოვებთ ცომს წყალში, სანამ არ ამოვა. 30 წუთიდან 1,5 საათამდე, ცომი წყლიდან ამოტივტივდება, ე.ი ამოვიდა. ამოსვლის შემდეგ კიდევ ვტოვებთ წყალში 15-20 წუთს. (ნუ შეგეშინდებათ ნაკლები ან უფრო მეტი დრო თუ წაიღო ცომის ამოსვლამ, ყველა შემთხვევაში ამოვა ) თასზე დავასხათ 3 სკ ზეთი, შემდეგ გადმოვიღოთ ამოსული ცომი და გადავზილოთ. ცალკე 1,100 კგ შაქარს შევურიოთ ვანილი, ილი/კარდამონი, მუსკატი და ლიმონის ცედრა. ცომი და შაქარი შევაზილოთ ერთმანეთს. დაინახავთ ცომი მთლიანად შეიზელს შაქარს და გაქრება.

მთლიანად შეიზელს შაქარს და გაქრება. შემდეგ ვუმატებთ ქიშმიშს ( წინასწარ გარეცხილი, კარგად გამშრალი და ოდნავ ფქვილ მოყრილი, რომ ცალ ცალკე იყოს პასკაში და ერთად არ შეეწეპოს) და ცუკატებს. ცომი მზად არის.
მე გამოვიყენე ქაღალდის ერთჯერადი ფორმები, ავავსე ნახევარზე ოდნავ მეტი ცომით.(გაითვალისწინეთ პასკა ძალიან არ ამოვა, ამიტომაც ვავსებ ნახევარზე ოდნავ მეტით )ცომს თავი გავუსწოროთ ზეთიანი კოვზით. ქაღალდის ფორმებში არ ჭირდება ცომს დასვენება, ეგრევე შევდგათ გახურებულ ღუმელში 160 -170 გრადუსზე , ზედა-ქვედა წვა კონვენციით 50-60 წუთის განმავლობაში.( პატარა ზომის პასკები ცხვება 50 წუთში, მოზრდილებს უფრო მეტი დრო ჭირდებათ) პასკის მზაობას ვამოწმებთ ხის ჩხირით. ჩავასოთ ჩხირი რამოდენიმე ადგილას , არ უნდა ამოყვეს ცომი.

ცხელ პასკას თავზე გადავუსვათ კარაქი შემდეგ შეგიძლიათ დაპუდროთ.
პორციაში გამოდის 11 სხვადასხვა ზომის პასკა“, - წერს ბლოგერი. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ana Mitaishvili (@ifif_ana)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მოსკოვში 7 წლის ბავშვმა ფანჯრიდან ჩანთა გადააგდო, რომელშიც 88 ათასი აშშ დოლარი იდო

📸 „დადუ 3 წლის“ - როგორ აღნიშნა ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა უმცროსი შვილის დაბადების დღე

⭕როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი?