![კოტე თოდუა კოტე თოდუა](https://digest.ge/uploads/files/2025/02/12/65170/kote-todua_w_h.jpeg)
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 56 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს თუ როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთება ადრეულად.
„ყველაზე მთავარი რაც არის ფილტვების ანთების დროს ზიანდება ფილტვების ქსოვილი, ძირითადად არის ბაქტერიის ან ვირუსის გამო, შეიძლება იყოს სოკოც, თუმცა იშვიათად.
ბაქტერიული ფილტვების ანთება ყველაზე ხშირია - ამ დროს ადამიანებს ჰქონდათ გრიპი, შემდეგ უკეთესად გახდა და შემდეგ დაეწყო მაღალი სიცხე და ერთბაშად მოხდა კანკალი, სიცხე შემცივნება და ნახველი. ამ დროს ადამიანი სუნთქვას უფრო ხშირად, და სუნთქვის დრო ტკივილის შეგრძნება აქვს, რედგენზეც გამოჩნდება, რომ არის ანთება.
ატიპური ფილტვების ანთება - ადამიანს აქვს სიცხე და ეს სიცხე იწყება ნელ-ნელა, აქვს ხველა და სიცხე შესაძლოა გაგრძელდეს დიდხანს, ამ დროს ტემპერატურა 37,5 -39 გრადუსს შორის არის. და ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირაც.
ამ ვირუსის დროს მკურნალობა აუცილებელია - შეგიძლიათ მიიღოთ აზიტრომიცინი და დოქსიციკლინი. აქვს შემაწუხებელი ხველა, უფრო მშრალი.
ვირუსული ფილტვების ანთება - საკმაოდ ხშირია და გხვდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და გრიპის სეზონის დრო.
სიცხე მაღალია და შეიძლება ავიდეს 40 გრადუსამდე და ხველა არის მშრალი. ახასიათებს კუნთების ტკივილი. რისკ ჯგუფები არიან ძალიან ახალგაზრდები და ასაკობრივი ადამიანები, ვისაც იმუნიტეტი აქვს დასუსტებული“, - ამბობს კოტე თოდუა.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მუხლები მიკანკალებდა იმდენად მეშინოდა, მაგრამ გავბედე...“ - რას ჰყვება თათა გიორგობიანი?