მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შეცდომის გააზრება ბევრისთვის შესაძლოა სავსებით მისაღები იყოს, გულწრფელი ბოდიშის მოხდა ხშირად ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება.
ფსიქოლოგების შეფასებით, ამის უკან მრავალი ღრმა ფსიქოლოგიური ბარიერი დგას - დაწყებული პირადი თავდაცვის მექანიზმებიდან და საკუთარი ღირსების შელახვის შიშით, დამთავრებული იმ გარემო ფაქტორებით, რომლებიც ადამიანს პასუხისმგებლობის აღებისგან აკავებს.
აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ ისაუბრა:
„ბოდიში ზოგადად არის იმ მცირე მნიშვნელოვან სიტყვებს შორის ერთ-ერთი, რომელთაც მივიჩნევთ მაგიურად. ბოდიში მაპატიე, მიყვარხარ, ვწუხვარ, ეს სიტყვები ადამიანს უეცარ ცვლილებას აძლევს, მოშვების, გათავისუფლების, ბოდიშის მოსმენა, პირველ რიგში გვაძლევს საშუალებას დავუფიქრდეთ ჩვენ თავს. ხშირ შემთხვევაში ბოდიშის თქმის ნაცვლად, შეგრძნება უფრო მნიშვნელოვანია. რამდენად გრძნობს ის ადამიანი, რომელიც ბოდიშს იხდის, დანაშაულს. მეორე მხარე სწორედ მაშინ იღებს ბოდიშს, როდესაც ის გულიდან არის ნათქვამი. წუხილი, რომელიც გულწრფელად არის გაზიარებული.
აუცილებელია ვისაუბროთ სოციალურ ფაქტორებზე და კულტურაზე, სადაც ადამიანი იმყოფება, ამიტომ ადამიანებს უჭირთ ბოდიშის მოხდა. რაც უფრო მეტად არის წახალისებული აუთენტიკური პიროვნული განცდები, იმ ადამიანს უადვილდება ბოდიშის მოხდა. აღზრდის პირველივე ეტაპებზე სასურველია ასეთი ქცევა ვასწავლოთ ბავშვებს“, - აღნიშნა ნინო კერესელიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნეპალში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2-8 ნოემბრის კვირაში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება
🎥 რატომ გვიჭირს ბოდიშის თქმა ახლობლისთვის? - ფსიქოლოგ ნინო კერესელიძის რჩევები