კომუნიკაციის, ენის და მეტყველებისა განვითარება მხოლოდ მაგიდასთან, სპეციალურად დაგეგმილი სავარჯიშოებით არ ხდება.
ამის შესაძლებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველ ნაბიჯზე გვაქვს:
🚌 ავტობუსში ვსხედვართ და ბავშვი ფანჯრიდან დიდ ხეს უყურებს? შეგვიძლია ვუთხრათ: „ნახე, რა უზარმაზარი ხეა! როგორი ფართო ფოთლები აქვს!“.
🍞 ერთად პურს ვაცხობთ? „ცომი რბილი და წებოვანია. ახლა მოვზილოთ, გავაბრტყელოთ და ღუმელში შევდგათ“.
🌧️ გარეთ წვიმს? „წვიმის წვეთები ფანჯარაზე ჩამოდის. ხედავ, როგორ ერთდება ორი პატარა წვეთი და ერთ დიდ წვეთად იქცევა?“.
🧱 ბავშვი კუბებით აშენებს? „რა მაღალი კოშკი გამოგივიდა! ეს კუბი ზემოდან დადე და კოშკი წაიქცა!“.
მთავარია, ბავშვის ინტერესს მივყვეთ, შევამჩნიოთ, რაზეა მისი ყურადღება მიმართული და ბუნებრივად გავამდიდროთ ეს გამოცდილება სიტყვებით, აღწერითა და დიალოგით. არ არის აუცილებელი, ბავშვმა ჩვენ მიერ ნათქვამი გაიმეოროს ან ყველა წინადადებას კითხვით ვუპასუხოთ.
მნიშვნელოვანია, კომუნიკაცია ორმხრივი, სასიამოვნო და ბავშვისთვის შინაარსიანი იყოს. ენა არ ვითარდება მხოლოდ მაშინ, როცა მას ვასწავლით. ის ვითარდება მაშინაც, როცა ერთად ვცხოვრობთ, ვთამაშობთ, ვაკვირდებით და ვსაუბრობთ.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕6 ნოემბერი ამიკო ჩოხარაძის დაბადების დღეა - იუმორისტი და მსახიობი 39 წლის გახდა
🎥 ილია სულამანიძის მიერ დაკრულ შალახოზე აცეკვებული ტელეწამყვანები - კადრები გადაცემიდან „ზურას შოუ“