Digest Logo

ადამიანზე გავლენის მოხდენის 7 გზა: „ეს მარტივი ჟესტი ადამიანს აგრძნობინებს, რომ მისი ქცევა, სიტყვები თქვენთვის უმნიშვნელოა“

1793964682
მარიამ მგალობლიშვილი

ფსიქოლოგი მარიამ მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ადამიანზე გავლენის მოხდენის 7 გზას გვიზიარებს:

1. როცა შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობენ:

გაიღიმეთ. მშვიდი ღიმილი ანეიტრალებს მოწინააღმდეგის ემოციურ აგრესიას და ძალას აცლის მის პროვოკაციას.

2. თუ ადამიანზე დომინირება გინდათ:

უყურეთ შუბლზე (თვალების ოდნავ ზემოთ). შუბლზე მზერა თანამოსაუბრეში ქვეცნობიერად აჩენს შფოთვას, ავტორიტეტის და უხერხულობის განცდას.

3. თუ მოსაუბრის გაუფასურება გინდათ:

კონფლიქტის დროს საათს დახედეთ ხოლმე. ეს მარტივი ჟესტი აგრძნობინებს ადამიანს, რომ მისი ქცევა ან სიტყვები თქვენთვის უმნიშვნელოა.

4. თუ გინდათ, რომ უკეთ მოგისმინონ:

ისაუბრე შედარებით ჩუმად კონფლიქტის დროს. რაც უფრო წყნარად და დაბალ ხმაზე საუბრობთ, მით უფრო მეტად უწევს სხვას ძალისხმევა, რომ მოგისმინოთ და თქვენს ტონს მოარგოს ყურადღება.

5. თუ ადამიანის „გახსნა“ გინდათ:

გაჩუმდით და მიეცით სივრცე. სიჩუმე დისკომფორტს ქმნის. მიეცით საშუალება, რომ ეს პაუზა თავად შეავსოს, ასე შანსი, რომ მეტი თქვას, ვიდრე ჩაფიქრებული ჰქონდა გაცილებით მეტია.

6. თუ ოპონენტის განიარაღება გსურთ:

დაეთანხმეთ მის მოყენებულ „შეურაცხყოფას“ მშვიდად და სარკაზმით. როდესაც კრიტიკას ეთანხმებით, ნიადაგს აცლით კონფლიქტს. აგრესორი პასუხს ვერ იღებს და იბნევა.

7. თუ ადამიანის დაბნევა გინდათ:

დაუსვი მოულოდნელი კითხვა. დაუგეგმავი კითხვა არღვევს მზა სცენარებს, ფიქრს აწყვეტინებს ოპონენტს და დაცვით რეაქციებს ასუსტებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ილია სულამანიძის მიერ დაკრულ შალახოზე აცეკვებული ტელეწამყვანები - კადრები გადაცემიდან „ზურას შოუ“

🎥 რუსუდან ბოლქვაძე იუბილარია - მსახიობი 67 წლის გახდა

⭕„არ ღირს ჯადოსნური ამულეტებისა და ოკულტური რიტუალებით აუტკივარი თავის ატკივება “ - რას წერს ხათუნა ნოელი 7 ნოემბრის ტრანზიტზე

✕