Digest Logo

„მარიხუანას მოხმარება 6-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის და 4-ჯერ - იშემიური ინსულტის რისკს!...“ - მაია ბუწაშვილი

1763967113
 მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მარიხუანას მოხმარების შესახებ წერს. სპეციალისტის თქმით, მარიხუანას მოხმარება ინფარქტის რისკს ექვსჯერ ზრდის:

„მარიხუანას მოხმარება 6-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის და 4-ჯერ - იშემიური ინსულტის რისკს!

მარიხუანას მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და მოსახლეობაში უფრო და უფრო მეტად მკვიდრდება აზრი მისი უვნებლობის შესახებ. თუმცა არაერთი კვლევა ადასტურებს მის მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

წელს გამოქვეყნდა აშშ-ში ჩატარებული ფართომასშტაბიანი, მულტიცენტრული კვლევის შედეგები კანაბისის მიერ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის მკვეთრად გაზრდის შესახებ.

კვლევა ჩატარდა 50 წლამდე ადამიანებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკები არ ჰქონდათ (ანუ არ იყვნენ თამბაქოს მომხმარებლები, ქოლესტერინი და წნევა ჰქონდათ ნორმალური და ა.შ).

ეს იყო რეტროსპექტული კოჰორტული კვლევა, რომელიც ერთმანეთს ადარებდა კანაბისის მომხმარებლებსა და არა მომხმარებლებს შორის (92 ათასი მომხმარებელი და 4 მილიონი არა მომხმარებელი ადამიანი) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირეს.

კვლევამ გამოვლინდა, რომ კანაბისის მომხმარებლებში ინფარქტის რისკი 6-ჯერ მაღალია არა მომხმარებლებთან შედარებით და მათში ინფარქტის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი 5-ჯერ მაღალია.

რაც შეეხება ინსულტს, მომხმარებლებს 4.3-ჯერ მაღალი აქვთ რისკი და გადარჩენის შანსი 5-ჯერ ნაკლები არა მომხმარებლებთან შედარებით“, - წერს მაია ბუწაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა...“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით განცხადებას ავრცელებს

⭕ნიგერიაში, სკოლიდან გატაცებულმა 50-მა ბავშვმა გაქცევა მოახერხა

🎥 რა რისკებს შეიცავს მშენებარე ბინის შეძენა და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მყიდველმა? - სპეციალისტის განმარტება