ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს რჩევებს ჯანსაღი კვების შესახებ.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც უცხოეთში მოგზაურობის გამოცდილებასა და კვებაზე წერს:
„ერთი საინტერესო რამ შევნიშნე საფრანგეთსა და პოლონეთში მოგზაურობისას...
ყოველ დილით სასტუმროში საუზმე იწყებოდა.
რამდენიმე წუთში ადამიანები თეფშებს ბოლომდე ავსებდნენ. შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ მეორე, ზოგჯერ კი მესამე ულუფისთვის.
რატომ?
იმიტომ, რომ საუზმე ფასში შედიოდა. თითქოს ყველაფერი „უფასო“ იყო.
მაგრამ საკუთარ თავს ერთი კითხვა დავუსვი...
მართლა უფასოა ეს საკვები, თუ საბოლოოდ ფასს ჩვენი ორგანიზმი იხდის?
ჩვენს კუჭს არ აინტერესებს, სასტუმრომ გადაიხადა თუ არა საუზმის ფასი. მას მხოლოდ ის აინტერესებს, რამდენი საკვების მონელება უწევს.
მე ავირჩიე ბოსტნეული, ცილა და ჯანსაღი ცხიმები. ვჭამე იმდენი, რამდენიც ჩემს სხეულს სჭირდებოდა — არა იმდენი, რამდენიც თეფშზე ეტეოდა.
ის, რომ საკვები შეუზღუდავია, არ ნიშნავს, რომ თქვენც შეუზღუდავად უნდა ჭამოთ.
დაისვენეთ, დატკბით მოგზაურობით, დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები და შექმენით ლამაზი მოგონებები. მაგრამ ნუ გადააქცევთ ერთკვირიან შვებულებას ჯანმრთელობისთვის მრავალთვიან პრობლემად.
ჯანმრთელობა ყველგან თან დაგყვებათ — ამიტომ მასზე ზრუნვა არც შვებულებაში უნდა დაგავიწყდეთ“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან - „შეიძლება, გაზარდოს ინფიცირებული სითხის გამოყოფის რისკი“
⭕„გვეშინია სიახლის და ამით მხოლოდ ტკივილს ვაყენებთ საკუთარ თავს...“ - რას წერს ეზოტერიკოსი