
ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ყაბზობის (შეკრულობის) მოსახსნელად ხალხური მედიცინის რამდენიმე ეფექტურ რჩევას გვიზიარებს:
„ხალხური მედიცინის რამდენიმე ეფექტურ რჩევას ყაბზობის (შეკრულობის) მოსახსნელად:
1. ზეითუნის ზეთი უზმოზე
როგორ მოქმედებს: ზეითუნის ზეთი აფერხებს ნაწლავებში კუჭის შიგთავსის გაჩერებას და ხელს უწყობს მათი მოქმედების ბუნებრივ სტიმულაციას.
გამოყენება: 1 სუფრის კოვზი ნატურალური ზეითუნის ზეთი ყოველ დილით უზმოზე.
შეგიძლიათ დააყოლოთ 1 ჭიქა თბილი წყალი და ნახევარი ლიმონი.
2. ქიშმიშის წყალი (საღამოს დაყენებული)
როგორ მოქმედებს: ქიშმიში მდიდარია უჯრედისით და რბილად ასუფთავებს ნაწლავებს.
როგორ გავამზადოთ: 1 მუჭა შავი ქიშმიში ჩაყარეთ ნახევარ ჭიქა წყალში და დატოვეთ ღამით.
დილით დალიეთ წყალი და მიირთვით ქიშმიშიც უზმოზე.
3. ვაშლის რბილობი ან გამომშრალი ქლიავი
როგორ მოქმედებს: ვაშლი და ქლიავი მდიდარია პექტინითა და უჯრედისით, რაც უწყობს ხელს ნაწლავების მოქმედებას.
გამოყენება: საღამოს მიირთვით 2-3 ცალი გამომშრალი ქლიავი ან გახეხილი ვაშლი. ასევე შეგიძლიათ ქლიავი ღამით ჩაალბოთ წყალში და დილით დალიოთ წყალი.
4. საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება + ფიზიკური აქტივობა
როგორ მოქმედებს: წყალი არბილებს განავალს, ხოლო მოძრაობა ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას.
რჩევა: დალიეთ დღეში მინიმუმ 1.5–2 ლიტრი წყალი და გაისეირნეთ 20–30 წუთით დღეში მაინც ერთხელ.
როდის მივმართოთ ექიმს? თუ ყაბზობა გრძელდება 3 დღეზე მეტხანს; თუ მას თან სდევს მუცლის ტკივილი, შეშუპება, ან სისხლი განავალში; თუ ხალხური საშუალებები არ ამსუბუქებს მდგომარეობას“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ასოცირდებიან ონკოლოგიურ დაავადებებთან...“ - 4 პროდუქტი, რაც სახლში არ უნდა გქონდეთ