ტანტრუმი გარედან შეიძლება ძალიან მასშტაბურად და დრამატულად გამოყურებოდეს, მაგრამ მის მიღმა მიმდინარე პროცესები გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ „ცუდი ქცევა“.
ბავშვი შეიძლება იყოს გადაღლილი, ფრუსტრირებული, იმედგაცრუებული, დაბნეული, გამოფიტული, უსაფრთხოების განცდა დაკარგული ან კავშირის აღდგენას ცდილობდეს. როდესაც ეს ემოციები აჭარბებს იმ უნარებს, რაც მას კონკრეტულ მომენტში მოეპოვება, ქცევა ხდება ის პირველი რამ, რასაც ვხედავთ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ტანტრუმი ერთნაირია ან რომ ნებისმიერი ქცევა უნდა მივიღოთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეაგირება ბევრად ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც ვწყვეტთ მხოლოდ იმაზე ფიქრს:
„როგორ შევაჩერო ეს?“ და ვსვამთ კითხვას:
„რასთან გამკლავება უჭირს ჩემს შვილს ახლა?“.
გადატვირთულობისას (overwhelmed) - მათ სჭირდებათ ნაკლები სტიმულაცია და ცოტა სიტყვა.
ფრუსტრაციისას - სჭირდებათ დახმარება იმის სიტყვებით გამოხატვაში, თუ რას გრძნობენ ან რა სურთ.
იმედგაცრუებისას - სჭირდებათ მხარდაჭერა იმ განცდის ასატანად, რომელსაც ჯერ დამოუკიდებლად და მშვიდად ვერ უმკლავდებიან.
გამოფიტვის ან შიმშილისას - ემოციების რეგულირების უნარი ბევრად დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ.
კავშირის ძიებისას - ჩვენი მშვიდი თანაგანცდა ეხმარება მათ, იგრძნონ სიმყარე და დამშვიდდნენ.
მიზანი ტანტრუმის წახალისება ან საზღვრების გაუქმება არ არის. მიზანი იმის გაგებაა, თუ რა დგას ამ ქცევის უკან, რათა ბავშვს სწორად გავუძღვეთ და დროთა განმავლობაში თვითრეგულაციის, კომუნიკაციისა და პრობლემებთან გამკლავების უნარები ჩამოვუყალიბოთ.
ტანტრუმი არ არის იმის მტკიცებულება, რომ ბავშვი მანიპულატორია ან მშობელმა მარცხი განიცადა. ძალიან ხშირად ეს იმის ნიშანია, რომ ბავშვმა მიაღწია იმ ზღვარს, რისი მართვაც დამოუკიდებლად შეუძლია.
სწორედ ამ დროს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს სიმშვიდეს, ემოციურ კავშირს, ჯანსაღ საზღვრებსა და სწავლებას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენ ვართ სიყვარული“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად პოზირებს
⭕„დღე, რომელსაც ასე ძალიან ველოდებოდით“ - ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ პატარა ემმი მონათლეს