
იუთუბერი ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
ამჯერად მედიკოსს 45 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ცნობილი ფაქტია, რომ ვაშლის ძმარი შეიცავს სასარგებლო პექტინს, A, B, E, C, P ჯგუფის ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, რომლებიც დუღილის პროცესში წარმოიქმნება - ლიმონის, რძის, ვაშლის მჟავებს და სხვა. ძმრის ეს სახეობა მდიდარია ფტორით, რკინით, კალიუმით, ფოსფორით, კალციუმით, ნატრიუმითა და სპილენძით. ამასთან ვაშლის ძმარს დიდი სამკურნალო ეფექტი აქვს - აწესრიგებს არტერიულ წნევას, არეგულირებს სისხლის შედედების ფუნქციას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
ამჯერად იგი სწორედ ვაშლის ძმრის თვისებებზე რეკომენდაციებს ავრცელებს და მითები VS რეალობის შესახებ საუბრობს.
კვლევებით ნამდვილად დადასტურებულია, რომ:
ვაშლის ძმარი ნამდვილად ეხმაურება დიაბეტის მქონდე პაციენტებს,
ასევე წონაში კლებისთვის კარგი საშუალებაა.
ექიმის განმარტებით მითია, რომ:
ვაშლის ძმარი კიბოს შველის.
ასევე დაგაინტერესებთ: