Digest Logo

🎥 მითია თუ რეალობა, რომ ახალგაზრდა ასაკში გაჩენილი ჭაღარა სუსტი ნერვული სისტემის ბრალია?

1730179342
ჭაღარა და თმა

თმაში ჭაღარის გაჩენა ალბათ, არც ერთ ასაკში არ არის სასიამოვნო. როდესაც თეთრი თმა ადრეულ ასაკში იჩენს თავს ხშირად შეშფოთებას და გაურკვევლობას იწვევს ადამიანებში. მეცნიერების თქმით, ჭაღარა ნაადრევად ითვლება თუ ის ადამიანს 25-იდან 30წლამდე უჩნდება. 

არსებობს მოსაზრება, რომ ახალგაზრდობაში გაჩენილი თეთრი თმა სუსტი ნერვული სისტემის ბრალია - მითია თუ რეალობა ეს ამაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრეს.  

სპეციალისტები ამბობენ, რომ აღნიშნული თეორია სიმართლეს არ შეესაბამება. კვლევების თანახმად, სტრესი მელანინის წარმოქმნაზე გავლენას არ ახდენს. როგორც საერთაშორისო ექსპერტებმა დაადგინეს, არსებობს რამდენიმე სამედიცინო მიზეზი, რის გამოც ჭაღარა ნაადრევად ჩნდება.

  1. ჰორმონალური და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა
  2. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები
  3. ოსტეოპენია, ანუ მყიფე ძვლები

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

29 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

⭕შუქი გაითიშება - „თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს