Digest Logo

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1730146206
ონკანის წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

29 ოქტომბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 29 ოქტომბერს 10:00 საათიდან 30 ოქტომბრის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილის 3 , I, II, III, IV მ/რ-ებს, იოთამ ზედგენიძის, ნაზი შამანაურის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, სუხიშვილის, ჯავახეთის N76,N76ა,N89,N91, N93 და ი. კახნიაშვილის, N2-12 (ლუწების) ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕შუქი გაითიშება - „თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს

„საკუთარი თავის შეცნობის შემდეგ იმასაც გავიგებთ თუ რა ხდება გარეთ...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

🎥 „ძალიან კარგი სმენა და ხმა აქვს, მაგრამ სიმღერას ფეხბურთი ურჩევნია...“ - სოფო ბედია შვილებზე