ერთი შეხედვით უწყინარი და საჭირო ნივთი - მობილური ტელეფონი, ძალიან საშიშია და შეუძლია, ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს. ტელეფონის არასწორი გამოყენება, ადამიანებს საფრთხეს უქმნის. მისი ვიბრაცია ადამიანის აურაზეც ახდენს უარყოფით გავლენას.
მობილური ტელეფონი ადამიანის აურის დაზიანებას იწვევს და მასში გამჭოლ ნახვრეტებს აჩენს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ სად გიდევთ ტელეფონი.
ზოგჯერ ადამიანს უეცარი ტკივილი ეწყება და ვერ ხვდება, რისი ბრალია. შესაძლოა, სპეციალისტმაც კი ვერ დაადგინოს, რა მიზეზით არის გამოწვეული ამა თუ იმ ორგანოს ტკივილი. თუ მობილურს გულის ჯიბით ატარებთ, მაშინ გულის არეში წარმოიქმნება პათოლოგია.
თუ ჯიბეში, მარჯვენა მხარეს იწყება საშარდე ბუშტის ტკივილი და პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. როცა მობილური სამოცი სანტიმეტრის რადიოსზე უფრო ახლოს გვიჭირავს, ამ ზემოქმედებას, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ გრძნობს.
ადამიანს განსაზღვრული პოტენციალი დაბადებიდან დაჰყვება. მისი გაძლიერება კი შემდეგ ხდება. რაც უფრო დიდია ველი, უარყოფითი ენერგიას მეტ წინააღმდეგობას უწევს და ისიც სხეულში ძნელად აღწევს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ენერგია აქვს, კერძოდ – უარყოფითი ან დადებითი. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას მათი ენერგიები ერთმანეთს კვეთს. შესაძლოა, სწორედ ამ გადაკვეთისას, სხვისი უარყოფითი ენერგია მიიღოთ და აურაც დაიბინძუროთ.