ჩინური კალენდრის მიხედვით, მწვანე ხის გველის წელი 2025 წლის 29 იანვარს, თბილისის დროით 16:37 საათზე დაიწყება. როგორც ასტროლოგები, ეზოტერიკოსები და ფენ-შუის სპეციალისტები მიიჩნევენ, მიმდინარე პერიოდში მკვეთრად გამოვლინდება გველის მშვიდი ენერგიების ვიბრაციებით. ამიტომ მიჩნეულია, რომ 2025 წელი, წინა წელზე ნაკლებად დინამიკური და დესტრუქციული იქნება.
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში გვასწავლის, როგორ შევხვდეთ და რა გავაკეთოთ ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით:
„ამაღამ ჩინური ახალი წელი შემოდის, მწვანე ხის გველის წელი, რომელიც 2026 წლის17 თებერვლამდე გაგრძელდება.
აღმოსავლეთში მშვიდ წელიწადად მიაჩნიათ ხოლმე ეს წლები, რადგან გველი ბრძენი ცხოველიაო. ხის ელემენტი ზრდის და ნაყოფიერების სიმბოლოა. ითვლება, რომ ეს აძლიერებს მომავალი წლის პოზიტიურ ტენდენციებს: ხალხი უფრო მეგობრული და სულიერი ხდება. მწვანე, თავის მხრივ, ნიშნავს პროგრესს, სიმშვიდეს და მოქნილობას..
მაგრამ დასავლეთისათვის ეს ყოველთვის არ ამართლებს. თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, ყოველ შემთხვევაში გასულ საუკუნეში ამ წლებს საკმაოდ რთულად ჩაუვლია.( 1905, 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001 და 2013.)
მე არა ვარ აღმოსავლური ასტროლოგიის სპეციალისტი, მაგრამ პლანეტარული და ისტორიული ციკლების გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს წელიწადი საკმაოდ ბევრი და მჩქეფარე ცვლილებების მომტანი შეიძლება იყოს.
გაუმართლებთ მათ, ვინც არის ბრძენი, მოქმედებს ფრთხილად და გააზრებულად, შეუძლია რთულ სიტუაციებში ლავირება და მომავლის პერსპექტივების გათვლა.
ამ წელს კარგია გრძელვადიანი, მრავალწლიანი გეგმების შედგენა, შესაძლოა მომავალში კორექტირება მოგვიწიოს, მაგრამ მთავარია მიზანი და სტრატეგია შერჩეული გვქონდეს. ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, გველის წელი წარმატებას მოუტანს მათ, ვინც მზად არის შინაგანი ცვლილებებისა და ზრდისთვის. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. წელი ხელსაყრელი იქნება მამლის, ხარისა და მაიმუნისთვისაც. ისინი შეძლებენ გამოიყენონ გველის ინტუიცია და სიბრძნე თავიანთი მიზნების მისაღწევად. ვირთხა, ცხენი და დრაკონი უფრო ბრძენი და თანმიმდევრული უნდა იყვნენ. როგორც თილისმას, ყველას გამონაკლისის გარეშე შეუძლია გამოიყენოს გველის ფიგურები, რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან - ხის, ლითონის, ფაიფურის ან ნეფრიტის ქვებისგან.
რაც შეეხება დახვედრას - ამ დღეს და მომდევნო კვირაშიც, (რადგან ეს აღმოსავლეთში 1-დღიანი დღესასწაული არაა) კარგია წითელ, ოქროსფერ, მწვანე და ლურჯ ფერებში გამოწყობა, სუფრაზე გელაგოთ მანდარინები და თევზი.
აჩუქეთ ერთმანეთს კანფეტები და ვისთვისაც გემეტებათ - ფული. უმჯობესია იყოს წითელ კონვერტში ან კოლოფში
მოკლედ, კიდევ ერთ ახალ წელს გილოცავთ, მერე რა რომ ჩინურია“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია ნანუკა გულუას მესამე შვილის სქესი - მსახიობმა ჩვილისთვის სახელი უკვე შეარჩია