აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2025 წლის 29 იანვარს (ჩინურ ახალ წელს) ხის გველის წელი დადგება, რომელიც სიბრძნის, ინტელექტისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლოა.
2025 წელი ცვლილებებისა და გარდაქმნების პერიოდი გახდება, განსაკუთრებით პირადი ურთიერთობებისა და კარიერის მიმართულებით.
ამასთან გიზიარებთ საინტერესო რჩევებს თუ როგორ როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2025 წელს.
მწვანე ხის გველი უპრეტენზიო არსებაა, მაგრამ მისი ყურადღებისა და პატივის გარეშე დატოვება მაინც არ ღირს.
პირველ რიგში, გამოსაჩენი ადგილებიდან მოაცილეთ წინა წლების სიმბოლოები. გველი ხომ ისეთი ეჭვიანია!
ამის შემდეგ გველისთვის კომფორტული გარემო უნდა უზრუნველყოთ. გაითვალისწინეთ, რომ მას ლამაზი ყვავილები (სასურველია, ბონსაი ან ტროპიკული მცენარეები) და დეკორატიული მაგიდის შადრევნები მოსწონს. ზოგადად, უმჯობესია, ინტერიერი აღმოსავლურ სტილში გააფორმოთ.
არ დაგავიწყდეთ წლის სიმბოლოსთვის „განძეულის“ გაკეთება - სადმე მოფარებულ ადგილზე ერთი მუჭა რკინის ფული დაყარეთ.
დაბოლოს, გველს ძალიან გაახარებს თავისივე გამოსახულება ფიგურების და სანთლების სახით, ასევე კალენდარზე, ხელსახოცებზე და გულსაკიდებზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: funtime.ge