
ონკოჰემატოლოგი, თსუს პროფესორი ნინო შარაშენიძე გადაცემაში „შუადღე” იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საკვები პროდუქტის - ღვიძლის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა.
ამასთან, კვების სპეციალისტი ღვიძლისა და საქონლის ხორცის მოხმარების მნიშვნელობაზე საუბრობს და განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს მომზადების სწორ წესებზე.
მისი თქმით, ღვიძლი უდავოდ შეიცავს ბევრ რკინას, თუმცა ტემპერატურის ზემოქმედებით რკინა მარტივად იშლება:
„ღვიძლი უდავოდ ბევრ რკინას შეიცავს, მაგრამ რკინა ტემპერატურულ რეჟიმზე ძალიან მარტივად იშლება. იმისათვის, რომ ღვიძლმა თავისი სამკურნალო თვისება შეინარჩუნოს, საჭიროა, რომ უბრალოდ მოვბრაწოთ რამდენიმე წამი ორივე მხრიდან.
ვისაც შეუძლია და უყვარს სისხლიანი ხორცი, მისთვის ეს ადვილად მისაღებია. მოხარშული ღვიძლი რკინას უკვე არ შეიცავს. თანაც კიდევ ერთი პრობლემაა - ღვიძლის შერჩევა ძნელია. არსებობს მთელი რიგი პარაზიტები, რომლებიც ღვიძლში ცხოვრობენ და რამდენად ხარისხიანი ღვიძლის შეძენას შევძლებთ, საკითხავია.
ასევე მძიმედ მოსანელებელი პროდუქტია. ამას საქონლის წითელი ხორცი ჯობს, რომელიც გაცილებით უფრო უსაფრთხოა. საქონლის ხორცი ცხელ წყალში უნდა ჩავდოთ.
გარედან დამცავი გარსივით უვითარდება და მის შიგნით არსებული ვიტამინები ნაკლებად იშლება. მაგრამ თუ ხორცს ცივ წყალში ჩავდებთ და ნელ-ნელა დუღდება, მაშინ ვიტამინების გარეთ გამორეცხვა ხდება. ამიტომ ადუღებულ წყალში უნდა ჩავაგდოთ. თუ გინდათ, წყალი გამოუცვალეთ, მაგრამ აუცილებლად ისევ ადუღებული წყალი დაასხით, რომ კვებითი ღირებულება შეინარჩუნოს“, - ამბობს ნინო შარაშენიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: