Digest Logo

„დრო არ იცდის...“ - რას წერს ნანკა გვარი ცხოვრების მნიშვნელოვან ღირებულებაზე

1757402083
ნანკა გვარი

მსახიობი ნანკა გვარი (გვარიშვილი) ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობს სოციალურ ქსელებში. იგი გულწრფელად უზიარებს გამომწერებს საკუთარ გამოცდილებებს, რჩევებსა და ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ურჩევს საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგონებების შექმნით იყვნენ დაკავებულები.

„გახსოვდეთ, ეს ცხოვრება წამია და დრო არ იცდის. ამას სულ ვიმეორებ, მაგრამ მართლა ასეა… ზუსტად მაშინ ცდები, როდესაც ფიქრობ რომ რაღაც მნიშვნელოვანს მერეც მოასწრებ…

დარწმუნებული ვარ, იცის მამამ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის მასთან გატარებული დრო. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამდენად მნიშვნელოვანი თუ არის, ამ წუთამდე არ იცოდა. გთხოვთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგონებების შექმნით იყავით დაკავებულები თქვენი ცხოვრების 70% პროცენტი.

ვიცი რთულია, რუტინას, ვალდებულებებს და ცხოვრებას ყოველთვის სხვაგან მივყავართ. მაგრამ უბრალოდ შეხსენება მინდა, ამაზე მნიშვნელოვანი „დანაზოგი“ არ არსებობს, რაც ცხოვრების მომენტებია, რომელსაც ჩვენ ვქმნით. მოჰკიდეთ ერთმანეთს ხელი, გადადეთ შეხვედრები, სამსახურები და გაიქეცით იქ სადაც დრო თქვენთვის ჩერდება. წლების მერე, უკან რომ მოიხედებით, მადლობას გეტყვით თქვენი „მე“, - წერს ნანკა გვარი. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nanka Gvari (@nanka.gvari)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნუკი კოშკელიშვილი ლურჯ ბერეტში და ფერად კაბაში პოზირებს

⭕„ბევრ შვილს გავაჩენდი, ერთი შვილი მყავს, თუმცა არ მაქვს ფარ-ხმალი დაყრილი და არ არის გვიან...“ - ნინო ჩხეიძე

🎥 „ბავშვს სკოლაში არასდროს უნდა გაატანოთ პურ-ფუნთუშეული“ - როგორ შევუდგინოთ მოსწავლეს ხემსისთვის დაბალანსებული მენიუ, პედიატრის რეკომენდაცია