„იუთბერი“ ექიმი კოტე თოდუა მის არხზე მორიგ რეკომენდაციას გვიზიარებს ყავასთან დაკავშირებით: როგორ თოდუა განმარტავს, კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში 2–4 ფინჯან ყავას სვამენ, უფრო მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ სვამს. თუმცა ექიმის განმარტებით, მთავარი არის, თუ როგორ ვსვამთ ყავას სწორად.
„ადამიანები რომლებიც დღეში სვამენ 2-დან 4 ფინჯან ყავამდე, უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, რომლების საერთოდ არ სვამენ - მაგრამ, აქ არის მნიშვნელოვანი ერთი რამ, ვიცოდეთ როგორ დავლიოთ ყავა სწორად. კოფეინი არა მარტო ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს უნება-განწყობილებასაც.
პირველი შეცდომა, როგორც კი იღვიძებენ ადამიანები სვამენ ყავას - ეს არ არის სწორი, რადგან ადამიანს ბუნებრივად აქვს კორტიზოლი. დილით გაღვიძებისას დაბალი კორტიზოლი ბლოკავს ადენოზინს, დილიდანვე ყავა კი ორგანიზმში ამ რეცეპტორის გაძლიერებას იწყებს, რაც დაღლილობის შეგრძნებამდე მიგიყვანთ უკვე შუადღეს.
ყავა ასევე შეიცავს „კაფესტოლს“, რომელიც არის მოლეკულა და ზრდის ცუდ ქოლესტერინს სისხლში. აქ არის მეორე შეცდომა - აქ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელი ყავა დავლიოთ.
ნალექიან ყავას დალევთ თუ უნალექოს, დიდი განსხვავება არ არის.
ყველაზე უსაფრთხო კი აპარატის ყავაა, ფილტრიანი აპარატის, რომელიც ამ „კაფესტოლს“ აცილებს ყავის მარცვლებს“,- აცხადებს კოტე თოდუა.