Digest Logo

„MRT არასწორია“ - ზაზა თელია CT-სა და MRI-ს შორის ძირითად მეთოდოლოგიურ განსხვავებებზე

1792949118
 ზაზა თელი

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში კომპიუტერული ტომოგრაფიასა (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების (MRI) ფიზიკურ და ტექნიკურ განსხვავებებზე საუბრობს.

სპეციალისტმა ყურადღება იმ გავრცელებულ შეცდომებზეც გაამახვილა, რასაც საზოგადოება და მედპერსონალი ამ მეთოდების დასახელებისას უშვებს:

„🛑 CT ანუ Computer Tomography ანუ კომპიუტერული ტომოგრაფია.

🛑 MRI ანუ Magnetic Resonance Imaging ანუ მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა და არა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRT) სამწუხაროდ უპირატეს შემთხვევაში ტერმინი არასწორად გამოიყენება.

🛑 MRI ანუ Magnetic Resonance Imaging ანუ მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა.

👇 მეთოდის სიზუსტე რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ​მრავალსიბრტყული რეკონსტრუქცია: ტრადიციული ტომოგრაფია (როგორც მაგალითად ძველი რენტგენული ტომოგრაფია) ფიზიკურ „ნაკვეთებს“ ან ფენებს გულისხმობს.

MRI-ს შემთხვევაში კი მონაცემები გროვდება k-სივრცეში (k-space) და მათემატიკური დამუშავების (ფურიეს გარდაქმნის) შედეგად მიიღება ნებისმიერი მიმართულების და სიბრტყის გამოსახულება, ყოველგვარი მექანიკური სექცირების გარეშე. ​საერთაშორისო სტანდარტები:

წამყვანი ოდოლოგიური ასოციაციები (როგორიცაა ACR და ESR) და სამეცნიერო ლიტერატურა ერთმნიშვნელოვნად უპირატესობას ანიჭებენ ტერმინს Magnetic Resonance Imaging (MRI).

​მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ზოგ კლინიკურ პრაქტიკაში (განსაკუთრებით გერმანულენოვან სივრცეში, სადაც Magnetresonanztomographie დამკვიდრდა) MRT ხშირად გამოიყენება, აკადემიურ და პროფესიულ დონეზე MRI სწორი და პრიორიტეტული არჩევანია.

🛑 კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) შემთხვევაში ტერმინი „ტომოგრაფია“ (ბერძნ. tomos — ნაჭერი, სექცია + graphein — აღბეჭდვა) ტექნიკურად და ფიზიკურად აბსოლუტურად ზუსტია.

🛑 ​ეს განსხვავება მეთოდოლოგიურ თავისებურებებზე მიუთითებს: ​ფიზიკური პრინციპი: CT სკანერის რენტგენის მილი და დეტექტორები ფიზიკურად ბრუნავს სხეულის გარშემო და აფიქსირებს ატენუაციის პროექციებს სხვადასხვა კუთხიდან. ამ მონაცემების საფუძველზე კომპიუტერი (რეკონსტრუქციული ალგორითმებით) აგებს სხეულის ნამდვილ აქსიალურ ჭრილებს (სექციებს). ​

ისტორიული კონტექსტი: მეთოდი თავიდანვე დამკვიდრდა როგორც კატ-სკანირება (Computed Axial Tomography), სადაც ტომოგრაფიული პრინციპი სახელწოდებაშივე იდო და სრულად პასუხობდა ფიზიკურ რეალობას.

🛑 ​განსხვავებით MRI-სგან, სადაც სიგნალი k-სივრცეში გროვდება და გამოსახულება მათემატიკური მატრიცის (ფურიეს გარდაქმნის) შედეგია და არა ფიზიკური სექციური სკანირების, CT-ს შემთხვევაში საქმე გვაქვს კლასიკურ ტომოგრაფიასთან“, - წერს ზაზა თელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕10 ფრაზა, რომელიც შვილს არასდროს უნდა უთხრათ - ფსიქოლოგების მთავარი გაფრთხილება მშობლებს

⭕ „ვამაყობ შენით, ძმაო! შენ გვერდით, ყოველთვის!“ - თორნიკე შენგელია მერაბ დვალიშვილზე

⭕ შიო მესამე: დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, ვმადლობთ მას და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, რომ კიდევ ერთი დიდებული და ღირსშესანიშნავი დღის მომსწრენი გავხდით

✕