ბავშვების უსაფრთხო კვებისა და მათი წონის კონტროლის მნიშვნელობაზე პედიატრმა რუსუდან ჯაშმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, არასწორი კვება ჭარბწონიანობას იწვევს, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა პრობლემებს უქმნის ბავშვს.
„მსუქანი ბავშვი არ არის ჯანმრთელი ბავშვი. მინდა, რომ ეს გააცნობიეროს ყველამ. ის ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს მისი წონის ასაკობრივ ნორმებს. ხშირად, როდესაც 2-3 კილოთი მეტია ბავშვი იმ წონაზე, რაც იმ თვის ბავშვს შეესაბამება, ეს არის უკვე სერიოზულად ყურადღებამისაქცევი, გასათვალისწინებელი და გასააზრებელი ექიმის მიერ. მინახავს, რომ ასეთი ბავშვები ვეღარც მოძრაობენ, წვანან. არ აქვთ ყველა ის ჩვევა, რაც უნდა ჰქონდეს იმ ასაკის ბავშვს. რატომ? იმიტომ, რომ წონაში არის მეტი. დედის რძეს უკეთ ინელებს ბავშვი. დაუმატეს კვება, ხომ? მას ამის მონელება უჭირს. რაოდენობის სწორად შერჩევაც უჭირთ, იმიტომ, რომ პარალელურად ხდება რძისა და ხელოვნური საკვების მიღება. ყველაფერი ამის გამო, ვთქვათ გაცივდა ბავშვი, ის ნახველს ვეღარ ათხევადებს, ფერმენტები აღარ ჰყოფნის, რადგან ეს მიდის მთლიანად საკვების მოსანელებლად. ამ დროს იწყება ხველა. ხველა იწყება და ფიქრობენ, რომ ავად გახდა ბავშვი. იწყება ანტიბიოტიკების გამოყენება, როდესაც სულ არ არის საჭირო. შეიძლება უბრალოდ კვების მოწესრიგებით ეს ყველაფერი მოგვარდეს. ბევრი რამ არის, რაც სწორედ უსაფრთხო კვებასთან არის დაკავშირებული და სწორედ არასწორ კვებასთან არის კავშირში“, - განაცხადა რუსუდან ჯაშმა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: momsedu.ge