Digest Logo

🎥 მუცლის ტკივილის ტოპ 7 მიზეზი - კოტე თოდუას რჩევები!

8 აპრილი 11:58
კოტე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 60 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით - მუცლის ტკივილი მარცხნივ და ზევით ტოპ 7 მიზეზი - სადაც საზოგადოებას მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას უზიარებს.

„როცა ადამიანს მუცელი სტკივა ბევრი კითხვის ნიშნებია, რადგან მუცელში ბევრი ორგანოებია და რომლისგანაა ეს ტკივილი უნდა გაიგოთ. მათ შორის შეიძლება იყოს ბევრი სერიოზული მიზეზები, როგორიცაა გულის შეტევა. 

ინფარქტის დროს შეიძლება მუცელი სტკიოდეს ადამიანს, შეიძლება იყოს პანკრეატიტი, რომელიც ასევე სერიოზულია და საუბარია მუცლის მარცხენა ნაწილზე“, - ამბობს კოტე თოდუა. 

რაც შეეხება მუცლის მარცხნივ და ზევით ტკივილის ტოპ 7 მიზეზს ეს შეიძლება იყოს 👇

☑️ ინფაქტი - თუ განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანს სტკივა მუცლის მარცხენა ზედა ნაწილი, დიაბეტი აქვს და ოფლიანობს.

☑️კუნთოვანი ან სახსორვანი ტკივილი - ეს ტკივილი რამდენიმე კვირის განმვალობაში გრძელდება, ხელის დაჭერის დროს მტკივნეულია. 

☑️ გასტრიტი - კუჭის ანთება, რომელსაც იწვევს ჰელიკობაქტერია, ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება და წამლების ხანგრძლივი გამოყენება.

☑️ წყლული - ჰგავს გასტრიტის ტკივილის, ყრუ ტკივილია მუცლის არეში. შეიძლება ჭამის შემდეგ დაეწყოს ადამიანის მუცლის ტკივილი. აქ წამყვან როლს მუცლის ტკივილის დროს ასრულებს ბაქტერია.

☑️ შეკრულობა - ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რომელმაც მუცლის მარცხენა ნაწილში იცის ტკივილი. ეს არის მოვლითი ტკივილი. 

☑️ ელენთის პრობლემა - ეს შედარებით იშვიათი პრობლემაა, მაგრამ საყურადღებო. მას შეიძლება დაემართოს ვირუსული ინფექცია, ინფაქტი ან გაიხეს რომელიც იწვევს ტკივილს. 

☑️ პანკრეატიტი - პანკრეასის ანთებაა, ზურგში გადაეცმა ტკივილი ადამიანს, რომელიც დიდი ხნის განმვალობაში არ გადის. ამას იწვევს კენჭის გაჭედვა, ან ალკოჰოლმა.

☑️ თირკმელები - ახასიათებს მოვლითი და გაუსაძლისი ტკივილი, ამ დროს ადამიანი ადგილს ვერ პოულობს. შეიძლება გქონდეთ სიცხე, ღებინება და გულის რევაც.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სილამაზის ფორმულა“ - თათია თექთურმანიძე დუბაიდან ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს

⭕„კოვიდი კი არა, სიმსივნე აღმოჩნდა! თუ ეს სიმპტომები გაქვთ სისხლის ანალიზი სასწრაფოდ ჩაიტარეთ!“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

⭕„ეს არის პარაზიტი, რომელიც განსაკუთრებით თევზში არის გავრცელებული...“ - რას წერს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი?