Digest Logo

„ეს არის პარაზიტი, რომელიც განსაკუთრებით თევზში არის გავრცელებული...“ - რას წერს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი?

1744097629
 ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მძიმე პარაზიტული ინფექციის შესახებ აფრთხილებს, რომლებიც ხშირია ზღვის პროდუქტებში, განსაკუთრებით თევზში.

„რადგან ეს პარზიტებიც აქტუალურია, კიდევ ერთხელ მოგაწვდით ინფორმაციას მათ შესახებ:

ფოტოზე გამოსახულია ანიზაკიდების (Anisakis) ლარვები, რომლებიც ხშირია ზღვის პროდუქტებში, განსაკუთრებით თევზში.

საფრთხე, რომელსაც ეს პარაზიტი ქმნის!  

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით.

რისკები და სიმპტომები:

• ძლიერი მუცლის ტკივილი
• გულისრევა და ღებინება
• დიარეა და ალერგიული რეაქციები
• ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც კი საჭიროა, რადგან ლარვები კუჭ-ნაწლავის კედელში იჭრებიან!

როგორ ავიცილოთ თავიდან?

თერმული დამუშავება – თევზის კარგად შეწვა, მოხარშვა ან 60°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება.

გაყინვა (-20°C მინიმუმ 24 საათი) – კლავს პარაზიტებს.

შედგენილი HACCP სისტემა – რისკების მართვა საწარმოებში, რომ მომხმარებლამდე არ მივიდეს დაბინძურებული პროდუქტი.

თუ თქვენი ბიზნესი თევზეულს ამუშავებს და ყიდის, თქვენ უნდა აკონტროლოთ ეს რისკი!

დაგვიკავშირდით, რომ თქვენი HACCP სისტემა რეალურად იცავდეს მომხმარებლებს და თქვენს ბიზნესს!

P.s ფოტოზე ეს პარაზიტი უკვე მკვდარია, რადგან თევზი დაჭერის დროს სწრაფად იყინება,მაგრამ ორგანოლეპტიკურად მაინც არ არის სასიამოვნო 

P.s.s ბოდიში არაესთეტიკური ფოტოებისთვის“, - წერს ირაკლი არაბული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კოვზი წამალი არ მაქვს დალეული და არც დავლევ“ - გაიცანით, ვარვარა ბებოს ოჯახი, სადაც საჭმელი ოჯახის 69 წევრისთვის მზადდება

⭕13 აპრილს ვარდისფერი მთვარეა: რა გავლენას მოახდენს ეს ადამიანებზე და რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

⭕„განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი შენაძენების განხორციელება“ - 8 აპრილის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან