ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გვასწავლის ნაყენის რეცეპტს, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს:
„რამით ხელების დაბუჟება, განსაკუთრებით ღამე, ვერ ამოძრავებ სხეულს - ეს არის სისხლის პრობლემა. ეს ცუდი ამბავი არის. აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ანალიზები, რადგან ეს სისხლის უმოძრაობის პრობლემაა. მე გასწავლით ნაყენს, რომელიც 5 წუთში კეთდება.
სიმპტომები - ჩხვლეტა, კიდურების გასიება, ასევე თმის გათხელება და მისი ცვენა. ფრჩხილების გათხელება და მტვრევა. ძილში, რომ ხართ ვერ ისვენებს კიდურები, ზოგჯერ გახურებულია, ზოგჯერ გაყინული - ეს არის მოუსვენარი ფეხის სინდრომი.
პირველი ინგრედიენტი არის ჭარხალი, უნდა გავრეცხოთ გავთალოთ და მოვამზადოთ წვენი, ყველასთვის საუკეთესოა. ჯანსაღია ასევე ადამიანებისთვის, რომლებიც ვარჯიშობენ. მეორე ინგრედიენტი კი არის ჯინჯერი, რომელიც ამცირებს ანთების პროცესს და ის არის ორგანიზმის გასაცხელებელი. როცა ცივი სხეული გაწუხებს ის ამატებს სიცხიანობას. ასევე გამოიყენება ბროწეული, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების დარბილებას. მშვენიერი პროდუქტია კურკუმა, რომელშიც უამრავი ვიტამინი შედის. ლიმონი არის საოცარი პროდუქტი, რომელიც ანთებას ებრძვი.
ნახევარი ჭარხალი, ნახევარი კოვზი კურკუმა, ბროწეული ერთი მუჭა, ერთი კოვზი ლიმონის წვენი და ერთი კოვზი ჯინჯერის წვენი. ჩაყარეთ ერთად და 200 მილიგრამ წყალში დააბლენდერეთ. ბოლოს გაწურეთ საწურში. კარგია თუ დალევთ დილით, ღამე არ მიირთვათ“, - გვირჩევს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ: