Digest Logo

რა გართულებები შეიძლება ახლდეს თან ორსულობას, რა არის პრეეკლამპსია და რომელ კვირაში შეიძლება გამოვლინდეს დაავადება - ექიმების განმარტება

1737196070
ორსული

„რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ნამდვილ ექიმებში“, ორსულობის პერიოდში  არსებულ რისკებზე ექიმებმა ისაუბრეს.

ექიმების განმარტებით, ეს არის დაავადება, რომელიც ემართება უშუალოს ორსულ ქალს, დიაგნოზი საფრთხეს უქმნის როგორც ნაყოფს, ასევე დედას. სტატისტიკურად, ყოველ წელს, დაახლოებით 70-76 000 ქალი იღუპება ამ დიაგნოზით. ეს არის დიაგნოზი, რომლის მენეჯმენტის თუ არ მოხდა, შესაძლოა სიცოცხლე დაასრულოს, როგორც დედამ, ასევე ნაყოფმა. პრეეკლამპსია არის დაავადება, რომელიც ყველა ორგანოს აზიანებს. ის პირველ რიგში აზიანებს ღვიძლს, შემდეგ თირკმელს და თავის ტვინს. დაავადება, რომელიც ორსულებს ემართებათ, მშობიარობის შემდეგ საერთოდ გაივლის და არანაირი სიმპტომი აღარ დარჩებათ დედებს, შესაბამისად, ამის შემდეგ ეს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

აღნიშნული დაავადება ორსული ქალების დაახლოებით 5-8%-ში შეიძლება განვითარდეს. პრეეკლამპსია ასევე იწვევს ნაადრევ მშობიარობებს 15%-ის შემთხვევაში. ამ დაავადების დროულად დიაგნოსტირება და მკურნალობა აუცილებელია.

პრეეკლამპსიის რისკფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის დაავადებები, დიაბეტი, მრავალნაყოფიანი ორსულობა, ავტოიმუნური დაავადება, - წითელი მგლუა, ჭარბწონიანობა, ასაკი (35+), პირველი ორსულობა.

ექიმების განცხადებით, როდესაც ორსულ ქალებს, 20 კვირის შემდეგ ეწყებათ გაუგებარი ხასიათის უხასიათობა, გაუგებარი ხასიათის თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ქვემო კიდურების შეშუპება, წონაში მატება - სწორედ ეს მიანიშნებს პრეეკლამპსიის არსებობაზე. ამ შემთხვევაში, ორსულმა ქალბატონებმა დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ უნდა გაისინჯონ წნევა და თუკი წნევის ციფრები მისთვის დამახასიათებელს აღემატება, თუნდაც 10 ერთეულით, უნდა მიმართოს მეან-გინეკოლოგს.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მადლობა, ხვიჩა - ეს იყო საოცარი მოგზაურობა“ - „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ემშვიდობება

🎥 „მე ვარ აქ მოგებისთვის...“ - „პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ემოციურ კადრებს გვიზიარებს

„3 წლის განმავლობაში სარკომას ებრძოლა გმირულად, თავის გმირ მშობლებთან ერთად“ - ბექა გოჩიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს