Digest Logo

ნუმეროლოგია - რომელია სათქვენო პროფესია

1733416518
რიცხვებირიცხვები

საკუთარი დაბადების თარიღში ყველა რიცხვი შეკრიბეთ, სანამ ერთნიშნა რიცხვს არ მიიღებთ.

მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღია: 01/31/1995.

3+1+1+1+9+9+5=29; შემდეგ 2+9= 11; შემდეგ 1+1=2.

ამ შემთხვევაში, საბოლოო რიცხვი ორია.

თქვენც გამოთვალეთ ამ ფორმულით, შემდეგ კი ნახეთ, რას ნიშნავს თქვენი გამოთვლით მიღებული ციფრი:

1 - ამ ნიშნის მქონე ადამიანები პროცესების მართვას შესანიშნავად ახერხებენ. შესაბამისად, თქვენ შეიძლება კარგი მენეჯერი ან ბიზნესმენი გახდეთ.

2 - თქვენ ნებისმიერი ინტერესების მქონე ადამიანთან საერთო ენას მარტივად პოულობთ, ამიტომ გირჩევთ თავი ისეთ პოზიციებზე მოსინჯოთ, როგორიცაა ფსიქოლოგი, მასწავლებელი, შუამავალი ან იურისტი.

3 - მოდისა და სილამაზის სფერო, რეკლამა, კრეატიულობა, ბლოგინგი და ყველაფერი, რაც საჯაროობას უკავშირდება თქვენი სფეროა. ეცადეთ, საკუთარ ინტუიციას უსმინოთ და ეს აუცილებლად წარმატებამდე მიგიყვანთ.

4 - „ოთხიანმა“ მშვიდი და სტაბილური პროფესიები უნდა აირჩიოს. იმის მიუხედავად, საკუთარ ბიზნესში მუშაობთ თუ სხვის კომპანიაში, ეცადეთ, უპირატესობა მამაკაცებთან ერთად მუშაობას მიანიჭოთ.

5 - ხუთიანებო, თქვენ თამამად შეიძლება შემოქმედებითი იდეებისა და სიახლეების გენერატორი გიწოდოთ. დუნე და ერთფეროვანი მუშაობა თქვენი საქმე არ არის.

6 - ადამიანებთან საერთო ენის პოვნა ადვილად შეგიძლიათ და სწორედ ეს გახდება თქვენი იარაღი ბიზნესში. გირჩევთ, ბედი ინფორმაციის მიღება-დამუშავების სფეროში მოსინჯოთ.

7 - „შვიდიანები“ შესანიშნავად ერკვევიან ფინანსებსა და ეკონომიკაში. სხვათა შორის, 7 ყველაზე ძლიერი ეზოტერიკული რიცხვია. ეცადეთ, ამ მიმართულებით საკუთარი ცოდნა განავითაროთ.

8 - შემოქმედებითი ბიზნესი თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია. ყველაფერი ახალი, არასტანდარტული, უჩვეულო და ორაზროვანი გიზიდავთ. რუტინა თქვენი საქმე არაა.

9 - სოციალურ სამუშაოსთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა შეგეფერებათ. ეცადეთ, ბიზნესი ადამიანებისა და ცხოველების დახმარების და გარემოზე ზრუნვის სფეროში განავითაროთ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„სურათები, რომლებმაც ჩვენი ოჯახის ისტორია დაწერა“ - გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს

სალომე ზურაბიშვილის ბაბუა ქართული საიდუმლო პოლიციის უფროსი იყო, ხოლო ბიძამისი გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობდა - ირლანდიელი ჟურნალისტი

ნეკა დოროყაშვილი მორიგ პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს

წყარო: funtime.ge