„უნდა მოვყვე სიმართლე საქართველოს პროევროპელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბნელი წარსულის შესახებ. ის ამჟამად საქართველოში ძალადობრივი და უკანონო პროტესტების სათავეში დგას და საქართველოს 2.0 უკრაინად (მეორე უკრაინად) გადაქცევა სურს“, - ამის შესახებ ირლანდიელი ჟურნალისტი და ბიზნესმენი ჩეი ბოუზი X-ში წერს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბაბუა, მელქისედეკ კედია ქართული საიდუმლო პოლიციის უფროსი იყო, ხოლო ბიძამისი მიხეილ კედია, გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობდა.
„საფრანგეთში დაბადებული საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ნაცისტური დამნაშავეს და კოლაბორაციონისტის, მიხეილ კედიას დის შვილია.
სალომეს ბაბუა იყო მელქისედეკ კედია, რომელიც 1921 წლამდე საქართველოს სასტიკი საიდუმლო პოლიციის უფროსი იყო. მელქისედეკს ჰყავდა შვილი, მიხეილ კედია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობდა და ის ნაცისტების ერთ-ერთ ლიდერთან, რაინჰარდ ჰაიდრიხთან მეგობრობდა კიდეც“, - წერს ირლანდიელი ჟურნალისტი.
ჰაიდრიხი ნაცისტური გერმანიის SS-ისა და პოლიციის მაღალი რანგის თანამდებობის პირი იყო და მას ჰოლოკოსტის „მთავარ არქიტექტორს“ უწოდებენ.
„მიხეილ კედია ნაცისტების სადაზვერვო-დივერსიული ორგანიზაციის, „ცეპელინის“ წევრი იყო და 1943 წლის 15 მარტს გერმანიის პასპორტი მიიღო, რაც ამერიკული დაზვერვის გასაჯაროებული მასალებით ხდება ცნობილი.
დოკუმენტები გასაჯაროებული იყო ნაცისტური სამხედრო დანაშაულების გასაჯაროების კანონის მიხედვით, რომელიც 1998 წელს იყო მიღებული. იქ პირდაპირ წერია, რომ სალომეს ბიძა გესტაპოს თანამშრომელი იყო.
რასაკვირველია, სალომე ბიძამისის ნაცისტური წარსულისთვის პასუხს ვერ აგებს. მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან ნათლად ჩანს, რომ გაიზარდა იმ ადამიანების მიმართ სიძულვილის ატმოსფეროში, რომლებმაც ნაცისტებთან თანამშრომლობაში მყოფი მისი ნათესავები დაამარცხეს და გაანადგურეს.
შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ის „ყველგან რუსებს ხედავს?“, - წერს ირლანდიელი ჟურნალისტი ჩეი ბოუზი.
The dark truth about the Pro EU President of Georgia, currently leading the violent illegal anti Democracy protests in Georgia, and trying to turn Georgia into Ukraine 2.0
— Chay Bowes (@BowesChay) December 5, 2024
French born Georgian President Salome Zurabishvili's uncle Mikhail Kedia was a Nazi criminal and… pic.twitter.com/W7JRFrexax
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნეკა დოროყაშვილი მორიგ პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს
⭕როგორ უნდა შეაჩეროთ სახლში დამანგრეველი ნეგატიური ენერგიის შედინება