Digest Logo

🎥 „ოქროს წესი“: უნდა დავიძინოთ დღეს და გავიღვიძოთ ხვალ“ - გინეკოლოგი მადონა ჯუღელი ძილის რეჟიმის დარღვევის გრძელვადიან უარყოფით შედეგებზე საუბრობს

1779260357
მადონა ჯუღელი

თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ბევრისთვის ღამის 3 ან 4 საათზე დაძინება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ეს ჩვევა ორგანიზმისთვის სერიოზული სტრესის მომტანია.

გინეკოლოგი მადონა ჯუღელი ძილის რეჟიმის დარღვევის გრძელვადიან უარყოფით შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუნდაც 7 საათი გვეძინოს, არასწორ დროს ძილი მაინც აზიანებს ჯანმრთელობას.

ექიმის განმარტებით, აუცილებელია მივდიოთ მარტივ ოქროს წესს, დავიძინოთ დღეს და გავიღვიძოთ ხვალ.

„თუ ღამის 3-4 საათზე ვიძინებთ და თუნდაც 7 საათი გვძინავს, ეს ჯანსაღი არ არის. წესით, დღეს უნდა დავიძინოთ და ხვალ გავიღვიძოთ. ბიოლოგიური რიტმი, მართალია, ყველასთვის ერთნაირი არ არის, მაგრამ ჩარჩოები მაინც არსებობს ჯობია, ღამის 11 საათამდე დავიძინოთ. როცა გვიან ვიძინებთ, ეს ორგანიზმისთვის სტრესია“, - აღნიშნავს მადონა ჯუღელი.

მისივე თქმით, ახალგაზრდობაში ორგანიზმი ახერხებს ამ სტრესთან გამკლავებას, თუმცა დროთა განმავლობაში რესურსი იწურება, რაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას უდებს საფუძველს.

„დღეს და ხვალ კი გავუმკლავდებით, მაგრამ ასაკთან ერთად ორგანიზმი კომპენსირებას ვეღარ მოახდენს. მოუსმინეთ ბიოლოგიურ რიტმს“, - მოუწოდებს გინეკოლოგი საზოგადოებას.