ფსიქიატრი, პროფესორი თათა ასათიანი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გავრცელებულ მითს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც წითელი ღვინო მცირე რაოდენობით გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემისთვის სასარგებლოა.
ექიმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შავი ყურძნის კანი ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს შეიცავს, უახლესი სამედიცინო კვლევები ამ მიდგომას უარყოფს და ადასტურებს, რომ ალკოჰოლის ნებისმიერი დოზით მიღება, განსაკუთრებით მოზარდებსა და ორსულებში, საზიანოა:
„ბევრ ადამიანს აქვს პოზიცია, რომ მცირე რაოდენობით ღვინო, განსაკუთრებით წითელი ღვინო სამკურნალოა ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ამ მიდგომას გარკვეული საფუძველიც აქვს და ეს არის ის, რომ ყურძნის კანში, განსაკუთრებით შავი ყურძნის კანში არის ნივთიერება, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, და ეს აზრი დაკავშირებულია ამასთან. თუმცა ბოლო კვლევების მიხედვით, ეს მიდგომა აღარ არის გამართლებული. ნებისმიერი რაოდენობით სასმელი შესაძლოა, იყოს საზიანო მოზარდებისთვის, განსაკუთრებით ორსულებისთვის.
დიდი მნიშვნელობა აქვს სიხშირეს, რაოდენობას და მიღების ფორმას. როდესაც ეს არის რიტუალი და არ არის დაკავშირებული თრობასთან, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დიდი პრობლემაა. საზიანო მოხმარება არის ისეთი ფორმა, როცა ადამიანი ჯერ კიდევ მცირე რაოდენობით, თუმცა სისტემატურად იღებს ალკოჰოლს. ამ დროს ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული თავად, მაგრამ ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც გარკვეული ორგანოების დაზიანებას იწვევს“, - აღნიშნა თათა ასათიანმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს ის ტვირთია, რომლითაც ცხოვრება მიწევს“ - პრინცი ჰარი პრინცესა დიანასთან ბოლო საუბარს იხსენებს
⭕ მხარდაჭერა კლუბისგან - „პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს!
⭕ „ხვალ წამოდგება...ზეგინდელი დღე მისია“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე ემოციურად წერს