Digest Logo

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ არის - ახალი კვლევა!

1784743322
წყალი

არსებობს მოსაზრება, რომ წყლის ხელმეორედ ადუღება მის ქიმიურ შემადგენლობას ცვლის და სითხეს „ამძიმებს“, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ორჯერ ადუღებული წყლის ზიანსა და სარგებელთან დაკავშირებით სამეცნიერო მტკიცებულებები ამ დრომდე არ არსებობდა, თუმცა ჩინელი მეცნიერების ექსპერიმენტმა საიდუმლოს ნათელი მოჰფინა.

კვლევის ფარგლებში ჩინელმა მეცნიერებმა 15 ლიტრი წყალი 18-ჯერ აადუღეს, სანამ სითხე ბოლომდე არ აორთქლდა. ყოველი ადუღების შემდეგ წყალს, დაახლოებით, 25 გრადუს ცელსიუსამდე აციებდნენ. ექსპერიმენტის განმავლობაში წყლის 19 სინჯი აიღეს და ანალიზისთვის სპეციალურ ბოთლებში მოათავსეს.

მეცნიერები წყლის ორგანოლეპტიკურ თვისებებს — ფერს, გემოსა და სუნს საფუძვლიანად იკვლევდნენ, აკვირდებოდნენ მასში ძირითადი ქიმიური ელემენტების (მაგნიუმი, თუთია, ალუმინი, რკინა, ვერცხლისწყალი) შემცველობას.

ყველა მაჩვენებელი სასმელი წყლის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ დასაშვებ ზღვარებში რჩებოდა.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ მრავალჯერადი ადუღება არ იწვევს მავნე ნივთიერებების დაგროვებას ან ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კვლევის თანახმად, წყალი გამოსაყენებლად უსაფრთხოა იმის მიუხედავად, რამდენჯერ არის ადუღებული.

ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ქიმიური პროცესები, რომლებიც წყალს „ამძიმებს“ ან ტოქსიკურად აქცევს, სინამდვილეში არ არსებობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მაიკოსთან ქორწინება იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, სანი, კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს სიყვარულს…“ – ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ოჯახური ბედნიერება

🎥 „სიმღერა ჩემი გულიდან შენს გულამდე“ - რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე

⭕დღის მანტრა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს უნდა გააკეთოთ, რათა სიუხვე და წარმატება მოიზიდოთ

წყარო: funtime.ge