მეცნიერების ჯგუფმა ახალი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ორსულობის დროს D ვიტამინის მიღება, შესაძლოა, ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს აძლიერებდეს.
D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მისი 80% ორგანიზმში მზის ზემოქმედების შედეგად გამომუშავდება, დანარჩენს კი საკვები პროდუქტებიდან ვიღებთ.
D ვიტამინი პასუხისმგებელია ძვლოვანი სისტემის მინერალიზაციაზე, აძლიერებს იმუნიტეტს, გვიმაღლებს განწყობას.
სპეციალისტების თქმით, ბავშვები, რომელთა დედებსაც ორსულობისას D ვიტამინის მაღალი დონე აღენიშნებოდა, უნარების ტესტებში სხვებზე მაღალ ქულებს იღებენ. ისინი პრობლემების გადაჭრასაც უფრო სწრაფად ახერხებენ.
სპეციალისტების თქმით, კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ორსულობის დროს D ვიტამინს გონებრივი უნარების გაძლიერების დიდი პოტენციალი აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ნოემბერს საქართველოში
⭕ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით